ამჟამად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზა კლუბის საწყის ფასს ადგენს, რომლითაც ის აუქციონზე გავა. მოგეხსენებათ, იანვარში სამხარაულის ექსპერტიზამ ქუთაისური კლუბი 700 000 ლარად შეაფასა და სწორედ ამ ფასში უნდა გაყიდულიყო "ტორპედო", თუმცა არათუ არ გაიყიდა, არამედ გასაყიდად აუქციონზეც არ გასულა.
- ქუთაისის "ტორპედო" აუქციონზე გაიყიდება, საწყისი ფასი 700 000 ლარია!
ამის მიზეზი კი, ქუთაისის მერიის პრესსამსახურის განმარტებით, ვალუტის კურსია, რომელიც იანვარში ძალიან არასტაბილური იყო და ამან კლუბის ფასზეც
გამომდინარე იქიდან, რომ იანვრიდან დღემდე უცხოური ვალუტის კურსმა ლართან მიმართებით საგრძნობლად იკლო, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ "ტორპედოს" ახალი საწყისი ფასი დაიკლებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ "ტორპედოს" შეძენა ბიზნესმენ ზაალ ჩაჩავას სურს, რომელიც ქუთაისში უფასო აკადემიის აშენებას გეგმავს. ამასთან, მზადაა, კლუბი წლიურად 500 000 ლარით დააფინანსოს.