ანგარიში ნომინალურმა მასპინძლებმა გახსნეს. გოლი ავტორი მე-6 წუთზე კობა შალამბერიძე გახდა, თუმცა ტორპედოელებმა მალევე გაათანაბრეს ბექა ტუღუშის (14) გოლით.
"ტორპედომ" პირველ ტურში წააგო და მეორე ტურის შემდეგ ერთი ქულა აქვს, ხოლო "შუქურას", რომელსაც ზამთრის მოსამზადებელი ეტაპი საზღვარგარეთ არ გაუვლია და ფინანსური პრობლემები აქვს, უკვე ორი ქულა დაუგროვდა.
ეროვნული ლიგის მეორე ტურის დანარჩენი
ეროვნული ლიგა. II ტური
10.03. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
შუქურა-ტორპედო 1:1
გოლები: 1:0 კობა შალამბერიძე (6), 1:1 ბექა ტუღუში (14)
გაფრთხილება: გიგა მამულაშვილი (38), რომან ჩაჩუა (79), გიორგი კუხიანიძე (75), აზამატ ჯიოევი (89).
"შუქურა": აზამატ ჯიოევი (კ), გიორგი კალანდია, ბექა მახარაძე, ლევან კუტალია, ირაკლი კლიმიაშვილი, კობა შალამბერიძე (გიგა მამულაშვილი, 21), ლაშა ჯაფარიძე, ლევან საბაძე (თორნიკე დაგარგულია, 86), სანდრო გურული, ირაკლი ჭეჟია (შერმადინ ართმელაძე, 46), რომან ჩაჩუა.
მთავარი მწვრთნელი: გია გურული
"ტორპედო": როინ კვასხვაძე (კ), ვაჟა ტაბატაძე, გურამ ადამაძე, შოთა ბაბუნაშვილი (ნიკოლოზ საბანაძე, 62), თორნიკე კაპანაძე, გიორგი კუხიანიაძე, გიორგი გურული, გრიგოლ გოლიძე (ბიძინა მახარობლიძე, 72), გიორგი ქიმაძე, მერაბ გიგაური, ბექა ტუღუში.
მთავარი მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი