ჩაჩავა მკითხველთა კითხვებს უპასუხებს, მათგან საუკეთესოს ავტორს კი თავად შეარჩევს და ქუთაისის "ტორპედოს" მაისურით დაასაჩუქრებს. კითხვების მიღება 20 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს. ბიზნესმენი მკითხველთა კითხვებს, სავარაუდოდ, 22 მარტს უპასუხებს.
გაითვალისწინეთ: კითხვის გამოგზავნისას აუცილებლად მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია (ვინაობა, ტელეფონი ან ელ.ფოსტა), რათა გამარჯვების შემთხვევაში, რედაქციამ შეძლოს თქვენთან დაკავშირება. კითხვის დასმა აქ შეგიძლიათ - დაუსვი კითხვა ზაალ ჩაჩავას.
მზად არის თუ არა ბატონი ზაალი რომ გამჭვირვალე საერთაშორისო აქუციონ-ტენდერში მიიღოს მონაწილეობა ტორპედოს საყიდლად რომელიც დაინიშნება ვთქვათ ამა წლის 1-ლ ივლისს ხოლო მანამდის კი ქალაქის მერია,ფეხბურთის ფედერაცია,სპორტის სამინისტრო კი ყველა სპორტის ბიზნესთან დაახლოვებულ კომპანიებს,პირებს და ფედერაციებს,სააგენტოებს შეატყობინებს რომ იყიდება ქართული ფეხბურთის #2 ბრენდი საწყისი ფასით 2 მილიონი დოლარი ( 5 მილიონი ლარი), მინიმალური საინვესტიციო პირობით ყოველწლიურად მინიმუმ 1 მილიონი დოლარის ინვესტირებით უახლოესი 10 წლის განმავლობაში.
სრულიად ლოგიკურია რომ ბრენდი ქუთაისი ტორპედო არ შეიძლება ღირდეს 700 ან 900 000 ლარი,მისი სასტარტო სააუქციონო ფასი უნდა იყოს 2 მილიონი დოლარი. 71 წელიწადი იწერებოდა ამ კლუბის ისტორია.