"ლელომ" ადრეც გაცნობათ, რომ უეფაში ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობს. გუშინ, შევიტყვეთ თუ არა ეს ინფორმაცია, გორელთა აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი ჯოხაძეს დავუკავშირდით:
"სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ უეფას ჩვენს საკითხთან დაკავშირებით ვერდიქტი ჯერ არ გამოუტანია. თუმცა მუშაობა მიდის და შუალედური გადაწყვეტილებისთვის გარკვეული დოკუმენტაცია მოგვთხოვეს.
ვერდიქტი გამოტანილი რომ იყოს, ამას ვერც და
გამოქვეყნდება ვერდიქტი და საზოგადოება ამის თაობაზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს.
არ ვიცი, მანამდე ვის რაში აძლევდა ხელს ასეთი ინფორმაციის გავრცელება. ჩვენ კლუბსა და ქართულ ფეხბურთში ახალი მოსულები ვართ და არ მგონია, ვინმე ჩვენზე ნაწყენი იყოს", - გვითხრა ჯოხაძემ.
"დილას" ერთ-ერთ ხელმძღვანელს ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციაზეც ვკითხეთ - თითქოსდა, უახლოეს დღეებში "დილაში" კიდევ ერთი ლეგიონერი (კონკრეტულად - თავდამსხმელი) შეიძლება გამოჩნდეს. ჯოხაძემ ამაზე ეს გვითხრა:
"ნამდვილად იგეგმება ლეგიონერის, ფლანგის შემტევის დამატება. იცით, ალბათ, რომ ეს მარტივი პროცესი არ არის. საერთოდ, ჩვენ გვინდა, რომ კლუბში ყველაფერი გამჭვირვალე იყოს და მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ მედიასთან", - ამბობს ჯოხაძე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
წაიკითხე კ.გამსახურდია ქართველებზე რას წერს ამ საკითხზე