გორის "დილა": უეფას ჩვენს საკითხთან დაკავშირებით ვერდიქტი ჯერ არ გამოუტანია

AutoSharing Option
15 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, გორის "დილას" სამი წლის განმავლობაში ევროთასებზე ასპარეზობა აუკრძალეს. თემა არახალია: ამის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო ის, რომ დღევანდელი "დილა" ახალი იურიდიული პირია და ძველთან საერთო არაფერი აქვს.

"ლელომ" ადრეც გაცნობათ, რომ უეფაში ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობს. გუშინ, შევიტყვეთ თუ არა ეს ინფორმაცია, გორელთა აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი ჯოხაძეს დავუკავშირდით:

"სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ უეფას ჩვენს საკითხთან დაკავშირებით ვერდიქტი ჯერ არ გამოუტანია. თუმცა მუშაობა მიდის და შუალედური გადაწყვეტილებისთვის გარკვეული დოკუმენტაცია მოგვთხოვეს.

ვერდიქტი გამოტანილი რომ იყოს, ამას ვერც და
არც დავმალავდით. ან რა აზრი აქვს დამალვას? ჩვენ რომ დავმალოთ, ეუფა დამალავს? ან ასეთი რამ როგორ უნდა დამალო?

გამოქვეყნდება ვერდიქტი და საზოგადოება ამის თაობაზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს.

არ ვიცი, მანამდე ვის რაში აძლევდა ხელს ასეთი ინფორმაციის გავრცელება. ჩვენ კლუბსა და ქართულ ფეხბურთში ახალი მოსულები ვართ და არ მგონია, ვინმე ჩვენზე ნაწყენი იყოს", - გვითხრა ჯოხაძემ.

"დილას" ერთ-ერთ ხელმძღვანელს ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციაზეც ვკითხეთ - თითქოსდა, უახლოეს დღეებში "დილაში" კიდევ ერთი ლეგიონერი (კონკრეტულად - თავდამსხმელი) შეიძლება გამოჩნდეს. ჯოხაძემ ამაზე ეს გვითხრა:

"ნამდვილად იგეგმება ლეგიონერის, ფლანგის შემტევის დამატება. იცით, ალბათ, რომ ეს მარტივი პროცესი არ არის. საერთოდ, ჩვენ გვინდა, რომ კლუბში ყველაფერი გამჭვირვალე იყოს და მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ მედიასთან", - ამბობს ჯოხაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვისი დაკვეთით ხდება ესაა მთავარი თორე მტერის მეტი რაა ამქვეყანაზე, შენ ოღონ რამე კარგი გააკეთე ან თქვი რამე და ...
წაიკითხე კ.გამსახურდია ქართველებზე რას წერს ამ საკითხზე
dinamo
14:26 16-03-2017
0
მართლა რო სამი წელი აგვიკრძალონ მერე რღა აზრი ექნება სამეულში გასვლას,
დილა გორი
19:23 16-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული