15:53 18-03-2017
ეროვნული ლიგა. III ტური: თბილისის "დინამოს" გორის "დილამაც" მოუგო [VIDEO]
AutoSharing Option
"დინამო არენაზე" ანგარიში ბაჩანა არაბულმა მე-19 წუთზე გახსნა. გორელებს გასათანაბრებლად სამიოდე წუთი დასჭირდათ - დინამოელთა კარში გოლი თენგიზ წიქარიძემ გაიტანა.
მეორე ტაიმში "დინამო" კაცნაკლული დარჩა - 72-ე წუთზე არბიტრმა მეორე გაფრთხილებისთვის მოედნიდან გია ჩადუნელი გააძევა, საჯარიმო დარტყმის შემდეგ კი დათო კირკიტაძემ თავით გაიტანა და "დილა" ანგარიშში დააწინაურა.
დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. შეხვედრის მიწურულს "დინამო" სულაც 9 ფეხბურთელით დარჩა - წითელი ბარათი ოთარ კიტეიშვილსაც უჩვენეს.
აღსანიშნავია, რომ ეს თბილისის "დინამოს" ზედიზედ მეორე მარცხია მიმდინარე ჩემპიონატში, "დილამ" კი ლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა.
დღეს III ტურის კიდევ ერთი შეხვედრა მოგვიანებით ჩატარდება - 19:00 სთ-ზე "მიხეილ მესხზე" თბილისის "ლოკომოტივი" "საბურთალოს" დაუპირისპირდება. კიდევ სამი მატჩი კი კვირას, 19 მარტს გაიმართება.
ეროვნული ლიგა. III ტური
18.03. დინამო არენა
დინამო (თბ)-დილა 1:2
გოლები: 1:0 არაბული (19), 1:1 წიქარიძე (22), 1:2 კირკიტაძე (74).
დინამო: სერგი ლიტოვჩენკო, ლაშა თოთაძე, გია ჩადუნელი, ბაქარ ქარდავა, ბაჩანა არაბული, გიორგი პაპუნაშვილი (85, მიხეილ ერგემლიძე), ოთარ კიტეიშვილი, ლაშა სალუქვაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ზარია (80, ბექა მიქელთაძე), გიორგი გველესიანი.
მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა
დილა: მიხეილ მუჯრიშვილი, გოდერძი მაჩაიძე, რომარიკ ეტოუ, გიორგი პაპავა (77, ლუკა რაზმაძე), ლეანდრო რიბეირო (62, ლევან ნონიკაშვილი), თენგიზ წიქარიძე (83, გიორგი ფოფხაძე), გივი ქარქუზაშვილი, ლეონარდო, დათო კირკიტაძე, ალექსანდრე კვახაძე, ირაკლი ძარია.
მთავარი მწვრთნელი: ზივ არიე
გაფრთხილება: კირკიტაძე, რიბეირო, ჩადუნელი, კიტეიშვილი
გაძევება: გია ჩადუნელი (72), ოთარ კიტეიშვილი (91).
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.
სხვა მატჩები
თბილისი. მიხეილ მესხი. 19:00
საბურთალო-ლოკომოტივი
ურთიერთშეხვედრები
2: +0 =1 -1, 2:3
19 მარტი
ქობულეთი. ჩელე არენა. 16:00
დინამო (ბთ)-სამტრედია
ურთიერთშეხვედრები
27: +13 =5 -9, 45:34
ზესტაფონი. დავით აბაშიძე. 18:00
ჩიხურა-შუქურა
ურთიერთშეხვედრები
6: +3 =2 -1, 8:5
ქუთაისი. რამაზ შენგელია. 20:00
ტორპედო-კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები
61: +27 =16 -18, 92:69
დისკვალიფიკაცია
დავით ხურცილავა (ტორპედო).
მკითხველის კომენტარები / 24 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
დინამოელებს მინდა მივმართო ბათუმიდან ვარ ქართული ფეხბურთის თავგადაკლული გულშემატკივარი, ის პირობები რაც თქვენ დღეს გაქვთ ნახევარი ქვეყნის შიმშილის ფონზე სანატრელია ბევრისათვის. წარმომიდგენია 90 -ანების ბიჭებს (ტყუპები, ქინქი და სხვები) რომ ჰქონოდათ მსგავსი პირობები ისინი ევროპასაც გააკვირვებდნენ. ვუყურე თქვენს თამაშს და გული მომიკვდა ელემენტარული სირბილი რა გახდა თავი დავანებოთ ტექნიკას და ტაქტიკას. ეგ კაციი (რ. ფიფია) საკუთარ მილიონებს ხარჯავს ასეთი უნიათობით გამწარებული ერთი დღე მთლად დატოვებს გუნდს და მერე იქნება დინამო მორიგი ქართული უფულო გუნდი. ნახეთ ბათუმში რა საცოდაობაა არ ეღირსა გუნდს სტადიონი, სტადიონს ვინ ჩივის ბაზა ელემენტარული ავტობუსი და ა. შ ქობულეთის შუქურას სტადიონზე თამაშს გონიოს პოლიგონზე თამაში და ვარჯიში ჯობია კიდევ. პაპუნაშვილი, კიტეიშვილი, არაბული ივარჯიშეთ ბიჭებო და სირბილი მაინც შეძელით 50 წლის ჯკაცი ვარ და მგონი მეც გაჯობებთ 60 - ე წუთის მერე ე. წ რივოკის გაკეთებაში
0
0
ფიფიას ისეთი შეცდომა (რბილად, რომ ვთქვათ) აქვს დაშვებული, რომ სანამ ბოდიშს არ მოიხდის ვინც არ უნდა მოიყვანოს მწვრთნელიან-ფეხბურთელიანად მაინც ვერ "გაფრინდება". ეგრე იცის "ნადირის" ხუშტურების ასრულებამ და მართალი კაცის დაჩაგვრამ. ვითომც არაფერი. აი ახლა შალეთ და აწყეთ გუნდები.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული