ეროვნული ლიგა. III ტური: ჩემპიონატს ახალი ლიდერი ჰყავს

AutoSharing Option
19 მარტს ეროვნული ლიგის III ტურის მატჩი გაიმართა.

საჩხერის "ჩიხურამ" ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ქობულეთის "შუქურა" მიიღო და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით "ჩიხურამ" 7 ქულით სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიაკავა. "ჩიხურა" ერთადერთი გუნდია ეროვნულ ლიგაში, ვისაც წაგება არ გააჩნია.

პირველი გოლი მე-12 წუთზე გიორგი გაბედავამ გაიტანა და "ჩიხურა" წინ გაიყვანა, მაგრამ მე-19 წუთზე უკვე ირაკლი ჭეჟიამ გაათანბრა.

54-ე წუთზე ლევან კაკუბავამ შეაგდო, 65-ე წუთზე კი გაბედავამ დუბლი გაიფორმა და ანგარიში 3:1 გახადა.

ასევე იხილეთ:
- ეროვნული ლიგა. III
ტური: ჩემპიონის პირველი მოგება

- ეროვნული ლიგა. III ტური: "ლოკომოტივმა" პირველი მარცხი იწვნია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა მაგრად აწვალებ, პოლიტიკოს :)
0
წელს ალბათ ივანიშვილის ჯერია,მერე ხეჩიკაშვილის დრო მოვა და ესე იტრიალებს პოლიტიკური ფიგურების გუნდები/
politikosi
20:04 19-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული