13:03 20-03-2017
საბურთალო-ლოკომოტივი 2:1 - "ლოკო" ვაკეში გაჩერდა [VIDEO]
AutoSharing Option
ამჟამადაც ასე მოხდა: წვიმის მიუხედავად, მეტოქეებმა საკმაოდ კარგი ფეხბურთი აჩვენეს. პირველ ტაიმში გიორგი დევდარიანის გაწვრთნილები მეტოქეზე აქტიურები და აგრესიულები იყვნენ, უფრო აზრიანად უტევდნენ და ლოგიკურიც იყო, "ლოკომოტივმა" ეს უპირატესობა გოლში რომ ასახა.
საინტერესო ფაქტია - მამია გავაშელიშვილმა, რომელიც თავის დროზე 46 გოლით პირველი ლიგის ბომბარდირი გახდა, შარშანდელი მაისის შემდეგ ქვეყნის მთავარ ლიგაში პირველად გაიტანა. იმედია, ეს ნიჭიერი ფორვარდი ამ სეზონში მაინც "გაიხსნება".
...მაგრამ გოლზე "ლოკომოტივი" რატომღაც მოეშვა, საბურთალოელები კი გამოფხიზლდნენ და მეტი მონდომებით შეუტიეს, მეტოქეს სივრცე მოუსპეს, თავად კი ფლანგები აამუშავეს. ამან შედეგი გამოიღო და ანგარიში მალევე გათანაბრდა. გუნდის "ჯოკერმა" გიორგი ხარაიშვილმა ლიდერის სტატუსი საქმით დაადასტურა. ამ ეპიზოდში აღსანიშნავია ის, რომ 20 წლის ნახევარმცველმა ჩვენში არსებული უაზრო ტრადიცია დაარღვია, დარტყმა არ გააჯანჯლა და როგორც კი მომენტი გაუჩნდა, მაშინვე დასცხო კარისკენ.
მეორე ტაიმში "საბურთალო" მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა. მათ "რკინიგზელთა" ლიდერის, გეგა დიასამიძის ჩაკეტვა მოახერხეს, რამაც თამაშის ხასიათი განაპირობა. მას საბურთალოელები მჭიდროდ ეთამაშებოდნენ და გასაქანს არ აძლევდნენ. თუმცა, ლოკომოტიველთა შემტევმა ნახევარმცველმა ორიოდე ეპიზოდში მაინც გაიბრწყინა.
მაგრამ მთავარი მაინც სხვა იყო - "საბურთალომ" თავისი ფეხბურთი ითამაშა, რაც ბურთზე კონტროლსა და სწრაფ შეტევებში გამოიხატა. წარმატებასაც ამის ხარჯზე მიაღწია.
"ლოკომოტივმა" ქულის გადარჩენა სცადა. დევდარიანისეული შეცვლებიც ამას ემსახურებოდა. "რკინიგზელებს" ქულის გადარჩენის რეალური შანსიც ჰქონდათ, მაგრამ "საბურთალოს" დაცვამ უშეცდომოდ ითამაშა.
მატჩის გმირი
უნდა გამოვარჩიოთ გიორგი კოხრეიძე. ამ 18 წლის ფეხბურთელმა პირველად თავი სეზონის სასტარტო შეხვედრაში, ქუთაისის "ტორპედოსთან" გამოიჩინა, როცა ბოლო წუთზე გაიტანა და გუნდს 3 ქულა მოუტანა. მეორედ კი ეს "ლოკომოტივთან" მატჩშიც შეძლო. მეტოქის შეტევა თავად ჩაჭრა და რამდენიმესვლიანი კომბინაცია დააგვირგვინა. გიორგის ამის შემდეგაც შეეძლო გატანა, მაგრამ ბოლო მომენტში ბურთს ვეღარ შესწვდა.
საერთოდ, კოხრეიძეს მიზანმიმართული და აგრესიული თამაში ყოველთვის გამოარჩევდა. მისი სახით საქართველოს საინტერესო მოთამაშე ეზრდება.
მატჩის სტენოგრამა
5' - მარცხენა ფლანგიდან გეგა დიასამიძემ ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, მაგრამ ირაკლი სიხარულიძის თავური კარს ასცდა.
6' - ისევ სიხარულიძემ იაქტიურა, მაგრამ მისი შეტევის შემდეგ ბურთი მეკარე ლაზარე კუპატაძემ მოიხელთა.
23' - გოლი! მარჯვენა ფლანგზე ჯარიმა ირაკლი კომახიძემ შეასრულა. მამია გავაშელიშვილმა ბურთი ვერ დაიმორჩილა, მაგრამ მცველისგან ისევ მას მიუგორდა და ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა - 0:1.
40' - გოლი! ცოტნე ნადარაიამ ბრძოლაში შეინარჩუნა ბურთი, წინ დაიძრა და საჯარიმოში გახსნილი გიორგი ხარაიშვილი შენიშნა, რომელმაც მცველს დაწევის საშუალება არ მისცა და ზუსტი დარტყმით აღადგინა წონასწორობა.
65' - ფლანგური გადაცემის შემდეგ მოგერიებულ ბურთს საჯარიმოსთან დავით უგულავა დაუხვდა და ძლიერად დაარტყა, მაგრამ უზუსტოდ.
73' - იმნაძის ფლანგური პასის შემდეგ კოხრეიძე საჯარიმოში მცველებს გაექცა და მის მიერვე წამოწყებული შეტევა დააგვირგვინა - 2:1. ის ამ დროს მოედანზე ერთი წუთის შესული იყო...
90+' - გაიბრწყინა დიასამიძემ, რომელმაც ელვინ ტერას აართვა ბურთი, ეფექტურად დატრიალდა, წინ დაიძრა, სიხარულიძეს "კედელი" გაუთამაშა და საჯარიმოში შეჭრილმა ძლიერად, თუმცა ოდნავ არაზუსტად დაარტყა.
მატჩის შემდეგ
გიორგი ჭიაბრიშვილი, "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი:
"სასიხარულოა, ეროვნული ლიგის ლიდერთან რთული მატჩი რომ მოვიგეთ. ვფიქრობ, ეს 3 ქულა დამსახურებულად მოვიპოვეთ. ჩემს ფეხბურთელებს მონდომებისა და ბოლომდე ბრძოლისთვის მადლობა მინდა გადავუხადო".
ლადო მამუჩაშვილი, "საბურთალოს" ფეხბურთელი:
"ანგარიშის გათანაბრება იოლი არ იყო, მაგრამ შესვენებაზე მწვრთნელმა მეტი აქტიურობისკენ მოგვიწოდა და "საბურთალოსთვის" ჩვეული ფეხბურთის თამაში მოგვთხოვა. ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ".
საქართველოს XXIX ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. III ტური
18.03. თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო-ლოკომოტივი 2:1
გოლები: 0:1 გავაშელიშვილი (23), 1:1 ხარაიშვილი (40. ნადარაიას პასით), 2:1 კოხრეიძე (73. იმნაძის პასით)
საბურთალო (3-2-4-1): კუპატაძე - მარგველაშვილი, გრიგალაშვილი ნადარაია (46. ცნობილაძე) - მამუჩაშვილი, ელვინ ტერა - შინდაგორიძე (72. კოხრეიძე), ხარაიშვილი, არზიანი (63. ბიძინაშვილი), ვაგნერი - იმნაძე.
სათადარიგოები: სანიკიძე, მალი, ალთუნაშვილი, ჩოგაძე
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
ლოკომოტივი (4-1-4-1): თევდორაძე - თ. ღონღაძე, გაბაძე (75. არდაზიშვილი), გ. რეხვიაშვილი, უბილავა - ნ. ჭანტურია - ნ. ქავთარაძე (73. კიკნაძე), დიასამიძე, გავაშელიშვილი (70. მენთეშაშვილი), კომახიძე - სიხარულიძე.
სათადარიგოები: ქურდაძე, ჩიტეიშვილი, ხიდეშელი, სამურკასოვი
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
გაფრთხილებები: ქავთარაძე (15), უბილავა (18), კომახიძე (43), მარგველაშვილი (54), არზიანი (60), გრიგალაშვილი (90+2)
არბიტრი: ბ. ნინუა.
მომდევნო ტური
1-ლი აპრილი
შუქურა-კოლხეთი
ლოკომოტივი-ტორპედო
დილა-საბურთალო
2 აპრილი
სამტრედია-დინამო (თბ)
ჩიხურა-დინამო (ბთ).
ეროვნული ლიგა 2. III ტური
ვიტ ჯორჯია-გაგრა 0:4
სიონი-ცხინვალი 2:1
მერანი-მეშახტე 5:0
გურია-სამგურალი 1:0
რუსთავი-ზუგდიდი 1:1
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სიონი 3 3 0 0 5-1 9
2. მერანი 3 2 1 0 8-1 7
3. ვიტ ჯორჯია 3 2 0 1 6-4 6
4. გაგრა 3 1 1 1 4-2 4
5. რუსთავი 3 1 1 1 6-6 4
6. მეშახტე 3 1 1 1 4-8 4
7. გურია 3 1 0 2 3-5 3
8. სამგურალი 3 1 0 2 4-6 3
9. ცხინვალი 3 0 1 2 4-7 1
10. ზუგდიდი 3 0 1 2 1-5 1.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
საბურტალოებმა დაატორმუზეს არა)))
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული