[აქტუალურ თემაზე] რატომ არ სურთ სახელმწიფო კლუბებს განკერძოება?

AutoSharing Option
პიოტრ ჩაადაევის სიტყვებია - რუსეთს გონებით ვერ გაუგებო. შესაძლოა, ეს დღევანდელ საქართველოსაც შეეფერებოდეს. ჩვენთან ბევრი რამ უკუღმა კეთდება და ლოგიკას არ ექვემდებარება. ეს ეხება როგორც პოლიტიკას, ეკონომიკას, განათლებას, ათას სხვა სფეროს და რა გასაკვირია, რომ გვერდს ვერც ფეხბურთს აუვლიდა...

...მაგალითად, სპონსორი და პარტნიორის გამოჩენა ყველა ქვეყანასა და ყველა ნორმალურ კლუბში უხარიათ. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ საქართველოში კერძო სპონსორი სანთლით საძებარია. თუმცა, რეალურად, სხვაგვარი და საკმაოდ უცნაური სურათი იკვეთება.

ფეხბურთის განვითარების 5-წლიანი პროგრამის მთავარი მიზანი სახელმწიფო კლუბების განკერძოებაა, მაგრამ არსებობს
მოსაზრება, რომ ასეთი კლუბების მმართველთა ნაწილს გასხვისება არ უნდა და მხოლოდ ისეთ სპონსორს ეძებენ, რომელიც ფულს გასცემს, მაგრამ სანაცვლოდ არაფერს ითხოვს. ამიტომ კერძო მეპატრონეს არც ეძებენ.

ამაზე "ლელოსთან" გერმანიაში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქართველმა ილაპარაკა, ოღონდ ქართულ კლუბებთან მოლაპარაკებების უცნობი დეტალები მხოლოდ იმ პირობით გაგვიმხილა, რომ ამ კლუბების დაკონკრეტებას არ მოვთხოვდით:

"ფეხბურთი მიყვარს და ჩემი კავშირებით, მინიმუმ, სპონსორის მოძებნა შემიძლია. რამდენიმე კლუბის წარმომადგენელს ამაში დახმარება შევთავაზე კიდეც, რადგან დასავლეთ თუ აღმოსავლეთ ევროპაში ფეხბურთში ინვესტირების მსურველები მოიძებნებიან და კონკრეტული კომპანიებიც ვიცოდი.

მაგრამ აუხსნელ წინააღმდეგობას წავაწყდი, რადგან კლუბის კერძო საკუთრებაში გადასვლის რეალურ ინტერესს ვერ ვხედავდი. ღიად არავინ იტყვის, რომ ეს არ სურს, მაგრამ სახელმწიფო კლუბების ნაწილში კერძო ბიზნესის შესვლა არ უნდათ, რადგან ეს უშუალოდ შეეხება ამ კლუბების მმართველთა კეთილდღეობას. ასეთ დროს, კლუბის მომავალზე ზრუნვა მხოლოდ ლიტონი სიტყვებია, რეალურად კი კერძო ინტერესები იმალება.

მაგალითად, კლუბში სპონსორი რომ მივიდეს და 200 ათასი ლარი მიიტანოს, ფეხბურთის განვითარების ფონდიდან დამატებით ერთ ამდენს მიიღებს. სხვა კლუბთან შედარებით 400 ათასი ლარით მეტი რომ გაქვს, ეს უკვე სერიოზული უპირატესობაა და რამდენიმე კარგი მოთამაშის დამატების საშუალებას გაძლევს. მაგრამ ეს არის სწორედ მთავარი ბარიერი.

ბევრს ურჩევნია, შემოსავალი მილიონლარიანი ბიუჯეტიდან აიღოს, ვიდრე 5 მილიონის ჩამდებმა ახალმა მეპატრონემ გაუშვას ან უკეთეს შემთხვევაში, ხელფასზე "დასვას".

იმიტომ, რომ ბიუჯეტს ხრავენ, კერძო მეპატრონესთან კი ეს არ გაუვათ - ისინი ყოველ თეთრს ითვლიან.

სადაც სახელმწიფო კლუბია, იქ მუდმივად არამდგრადობაა. რამდენიმე ასეთ კლუბს დაველაპარაკე კიდეც. ვიფიქრე, ჩემებს გვერდში დავუდგები-მეთქი, მაგრამ... ახლოს არ გამიკარეს და ისეთ აუხსნელ წინააღმდეგობებს წავაწყდი, ბოლოს ხელი ჩავიქნიე".

ჩვენი მოსაუბრე დარწმუნებულია, რომ კლუბები აუცილებლად აუქციონზე უნდა გავიდნენ:

"აქ პრობლემა ის არის, რომ სანამ ლიგაში საბიუჯეტო კლუბი არ გასხვისდება, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა ეფექტურად ვერ იმუშავებს - ამ სახეობაში მამოძრავებელი ძალა კერძო ბიზნესი და მისი ბუნებრივი მიდგომებია.

საქმე ისაა, რომ თავად ეს სისტემა არ არის წესიერი და არსებული გარემო ხალხის გარყვნას იწვევს. ამიტომ, ჩემი აზრით, უმაღლესი ლიგის გუნდები აუქციონზე უნდა გავიდეს. პატრონი ყველას გამოუჩნდება - ზოგს მდიდარი, ზოგს ღარიბი, მაგრამ ეს ჯობია, ვიდრე დღევანდელ სიტუაციაში ყოფნა".

უცხოეთში გახიზნული ჩვენი თანამემამულე გასხვისების გეგმაზეც გველაპარაკა:

"აღმასკომმა უნდა გამოაცხადოს, რომ ორი ან სამი წლის შემდეგ უმაღლეს ლიგაში არ დაუშვან კლუბი, რომელიც მთლიანად სახელმწიფო საკუთრებაშია. ეს ბუნებრივად გამოიწვევს, რომ ისინი ნაწილობრივ მაინც გაკერძოვდებიან.

ორიოდე წლის წინ მქონდა მცდელობა, ამ წინადადებით ერთ-ერთი რაიონის კლუბი აგვეყვანა. გამგეობას დავუკავშირდი, საიდანაც გასაოცარი პასუხი მივიღე - თუ დაგვჭირდება, თავად დავუკავშირდებითო.

იმიტომ, რომ სახელმწიფო კლუბი მაინც სახრავია, პროფესიულ, მაღალანაზღაურებად სპორტში კი სახელმწიფო გადამხდელის როლში არ უნდა იყოს, ის მხოლოდ რეგულატორის ფუნქციას უნდა დასჯერდეს. მაგრამ ეს ბევრ კლუბს არ სურს და ამიტომაც არ ცდილობენ გასხვისებას. მათ ვერ გაიგეს, თუ რატომ მიმქონდა კლუბში ინვესტიცია, რადგან ეს მათთვის არაფრის მთქმელია. ასე დავემშვიდობე პიროვნებას, რომელიც 3 მილიონამდე ლარის დაბანდებას აპირებდა.

არადა, გამოაცხადონ ტენდერი, მოახდინონ რებრენდინგი, დაწერონ და შეფუთონ კლუბის ისტორია, დათქვან პირობები და მერწმუნეთ, ღია აუქციონზე უცხოელებიც აუცილებლად ჩაერთვებიან. შესაძლოა, მარტო ბრენდში 10 მილიონი ლარიც გადაიხადონ მატერიალური ობიექტების გარეშე.

მაგრამ ეს მაშინ მოხდება, როცა ყველა კლუბს გამოუცხადებენ, რომ უნდა გასხვისდეს, სხვაგვარად, ეროვნულ ლიგაში ვერ ითამაშებენ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 24 /
და კიდე იძახეთ ახლა მხოლოდ ფეხბურთში უნდა ვყაროთ ფული და სხვა სახეობები დავიკიდოთო
giga
21 მარტი 2017 16:57
0
Yofili policielebia dasaqmebuli bevr klubshi muqta mchamelebi xraven biujets. Da mere vin asaqmebs? Gamgeblebi merebi rom saertod arc ainteresrbt fexburti ar ician? Ician magram mati mxardamcherebia visac arjera gadaamocmoc
givi
21 მარტი 2017 16:42
0
სრული სიმართლე გამგებლები და მათი ნათესავები გუნდების მეშვეობით 100000 ფულს შოულობენ
gaga
21 მარტი 2017 16:28
0
აი ესაა მიზეზი იმისა, რომ "ზესტაფონის" უმაღლეს ლიგაში გამოჩენისა და დიდ ფეხბურთში ისევ დაბრუნების ეშინიათ!
ამ საზიზღრობას, კარგად იციან, მალევე დავამთავრებთ და სწორედ ამას უფრთხიან...
Sergo
21 მარტი 2017 16:01
0
მუქთა ხორები არიან ჩამოკიდებული სახელმწიფო კლუბებზე
კობა
21 მარტი 2017 15:47
0
ცხადია ეს ყველაფერი 100%-ით მართალია.
ფეხბურთის ფედერაციის მთავარი პრობლემა იმაშია რომ თითონაც ამ მანტალობის ნაწილია.
სანამ სახელმწიფო დაფინანსებისას მხედველობაში მიიღებს ნებისმიერ კრიტერიუმს, გარდა სპორტულისა მანამდე სიტუაცია არ შეიცვლება!
კიდევ ერთი საკითხია რას ნიშნავს სახელმწიფო საკუთრება, და ამ საკუთრებაში რა ფორმებს აღიარებს თავად სახელმწიფო - მაგალითად ის ქალაქის მუნიციპალური საკუთრებაა, თუ ქალაქის სპორტული საზოგადოების?
ziz
21 მარტი 2017 15:35
0
დანაწილებული აქვთ სახრავსდ ჩიხურა შუქურა სამტრედია და აშ და კიდევ არიან ვაი აგენტები გუნდებში 3თვით აფორმებენ კონტრაქტებს მერე მაშვალივით დაკონწიალებენ ამ ფეხბურთელებს დაუნგრიეს კარიერა ბიჭებს სახელმწიფო დუმს სამუდამოდ
კობა
21 მარტი 2017 15:00
0
ეგ საკმაოდ მწვავე პრობლემაა და არც ისე მარტივად მოსაგვარებელი მაგრამ აუცილებლად მისახედი თუ კერძო კლუბები არ იქნა წინსვლა არ იქნება
nnn
21 მარტი 2017 14:53
0
fuli am problemis mxolod erti mxarea.aris meore mxare eseni aseve ocnebis aqtivistebi da amomrhevlebi arian.ar damiblokot.
S.P
21 მარტი 2017 14:53
0
კიდე ერთხელ დავწერ. ბიუჯეტის ფული არ უნდა იხარჯებოდეს ხელფასებში. ან საერთოდ, სახელმწიფომ კლუბები არ უნდა დააფინანსოს საერთოდ. ეს განავითარებს უფრო ფეხბურთს ვიდრე ახლანდელი პროგრამა. შეთქვლეფენ ფულს ეს ღორები, გავა 5 წელი და ხელში რძე და ყველი არადა მეორე შეგვრჩება...
elguja
21 მარტი 2017 14:40
0

სიახლეები პოპულარული