ეროვნული ლიგა 2. IV ტური: "მერანმა" "სიონს" მოუგო და გალიდერდა

AutoSharing Option
1-ელ აპრილს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგა 2-ის IV ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი გუნდები - ბოლნისის "სიონი" და მარტვილის "მერანი" დაუპირისპირდნენ.

მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში "მერანმა" "სიონს" მინიმალური ანგარიშით მოუგო - 1:0. მატჩის ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე დავით მაისაშვილმა გაიტანა.

ამ გამარჯვებით "მერანმა" 10 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში გალიდერდა, 9 ქულაა "სიონის" ანგარიშზე.

- ეროვნული ლიგა 2. IV ტური: ლანჩხუთის "გურიამ" უხვგოლიან მატჩში "ზუგდიდს" სძლია

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული