ოფიციალურად: ნუკრი რევიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი თბილისის "დინამოს" ღირსებას დაიცავს. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, 30 წლის მეკარესა და "დინამოს" შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა. რევიშვილი 29-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ნუკრი რევიშვილი შარშან, გარდამავალ ჩემპიონატში იცავდა თბილისის "დინამოს" ღირსებას, თუმცა სეზონის დასრულების შემდეგ მოლდოვურ "დაჩიაში" გადასვლა ამჯობინა. თუმცა, ქართველ მეკარესა და მოლდოვურ კლუბს შორის თანამშრომლობა საბოლოოდ არ შედგა და რევიშვილი "დინამოში" თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა.

მეკარეს კარიერის საკმაოდ დიდი ნაწილი საზღვარგარეთ აქვს გატარებული. რევიშვილი რუსეთში ყაზანის "რუბინის", მახაჭყალის "ანჟის", "კრასნოდარის", "ტოსნოსა" და
სარანსკის "მორდოვიას" ღირსებას იცავდა. ასევე გამოდიოდა მალტურ "ვალეტაში". თბილისის "დინამოს" გარდა, მეკარეს საქართველოში ქუთაისის "ტორპედოსა" და გორის "დილაში" უთამაშია.

- ნუკრი რევიშვილი: მოლდოვაში მეტი საშინელება ხდება, ვიდრე ჩვენთან!..
მკითხველის კომენტარები / 5 /
უმთავრესია გუნდის ინტერესები და ვფიქრობ დინამომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. გუნდს ძლიერი სამი მეკარე ყავს. კაჭოს ხელი კიდე ნელნელა დაეტყო გუნდს
გურამი
15:16 03-04-2017
0
რა ნახა ამ რევოშვილმა დაგვცინის ერტი ტვის შემდეგ ისევ გაიკცევა ათას დოლარს მეტს სადაც შეთავაზებენ.
zura
18:01 03-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული