ეროვნული ლიგა. V ტური: "ლოკომოტივმა" სტუმრად "კოლხეთი" გაანადგურა

AutoSharing Option
4 აპრილს ეროვნული ლიგის  ტურის პირველი მატჩი გაიმართა.

"ჩელე არენაზე" ფოთის "კოლხეთმა" თბილისის "ლოკომოტივს" უმასპინძლა და ანგარიშით 0:5 დამარცხდა.

შეხვედრაში ანგარიში მე-16 წუთზე მამია გავაშელიშვილმა გახსნა, ხოლო მე-60 წუთზე უკვე დუბლი გაიფორმა. 64-ე წუთზე "ლოკომოტივმა" მესამედ დალაშქრა მასპინძელთა კარი. ამჯერად ირაკლი სიხარულიძე გამოირჩა, რომელმაც გავაშელიშვილის პასის შემდეგ გაიტანა. 81-ე წუთზე სიხარულიძემაც მოახერხა დუბლის შესრულება.

მასპინძელთა სამწუხაროდ, 86-ე წუთზე მოედანზე გიორგი ბუხაიძე გააძევეს, ხოლო 2 წუთში გავაშელიშვილმა უკვე ჰეთ-თრიქი გაიფორმა.

ტურის მეორე შეხვედრა დღეს, 20:00 საათზე დაიწყება, სადაც ქუთაისის "ტორპედო" გორის
"დილას" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
პოტი იდჯირება
gia
05 აპრილი 2017 09:22
0
მიკერდზეებული მსაჯობა ბუხაიდზე რატო გააგდო.მეორე ფეხბურტელი რომელმა ეუხესა პირველად, ის დაინდო.
kolxa
05 აპრილი 2017 07:17
0
აი ამ მატჩზე ვინც რაღაც ნაწყვეტს უყურეთ მაინც, არვიცი ვის აგინებდნენ მაგრამ ზუსტად ისეთი ანალოგი იყო როგორიც სამტრედიაში და ბოლნისში მოხდა! ეს ქვეყანას ჭირს დიდი უკულტურობა....! და მთავარი იქ სამტრედიელი ქომაგი აქილიკებდა დინამოელების ფანკლუბს და რეპორტაჟს ვინც უყურა გაიგონებდა თუ როგორ აგინებდნენ დინამოს ვიმეორებ კლუბს და არა გულშემატკივრებს სამტრედიელი ქომაგი..! ერთი შეკითხვა მაქვს მათთან - წაიკითხეთ აუცილებლად.... - რით განსხვავდებით ბოლნისელი ქომაგებისგან......?!)))))))))))))))))))))))))))))))))
svan
04 აპრილი 2017 18:30
0

სიახლეები პოპულარული