ეროვნული ლიგა. V ტური: ბათუმის "დინამომ" აჭარული დერბი მოიგო

AutoSharing Option
5 აპრილს ეროვნული ლიგის V ტურის მატჩი გაიმართა.

"ჩელე არენაზე" ნომინალური მასპინძლის სტატუსით ბათუმის "დინამომ" ქობულეთის "შუქურა" მიიღო და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

შეხვედრაში პირველი გოლის ავტორი 39-ე წუთზე ვალერიან თევდორაძე გახდა. სტუმრებს 86-ე წუთზე ბორის ახამრაძე გაუძევეს. 90-ე წუთზე კი თეიმურაზ შონიამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ტურის დანარჩენი მატჩები დღეს გაიმართება. 18:00 საათზე თბილისის "დინამო" საჩხერის "ჩიხურას" მიიღებს, ხოლო 20:00 საათზე კი "საბურთალო" "სამტრედიას" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული