საბურთალო-სამტრედია 1:2 - რიგითზე უფრო ფასეული გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"საბურთალომ" სეზონი მშვენივრად დაიწყო და 9 ქულით გათამაშებას ლიდერობდა კიდეც. გარდამავალი ჩემპიონატის ოქროსმედალოსან "სამტრედიას" კი მხოლოდ ერთი გამარჯვება ჰქონდა და გორის "დილასთან" ერთად VIII-IX ადგილებს იყოფდა...

მოლოდინი გამართლდა - "მიხეილ მესხზე" დაძაბული და საინტერესო დაპირისპირება ვიხილეთ. ეს იყო ორი, აბსოლუტურად განსხვავებული ტაიმისგან შემდგარი მატჩი.

პირველ ნახევარში თბილისელები მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდნენ და უპირატესობასაც ფლობდნენ. გია ჭიაბრიშვილის გაწვრთნილებს შეეძლოთ შეხვედრის ბედი პირველ 45 წუთშივე გადაეწყვიტათ, მაგრამ ყველა საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს და დაისაჯნენ კიდეც.

თამაშის ბედი 46-ე წუთზე მომხდარმა ამბავმა გადაწყვიტა. მასპინძლებისთვის
მეორე ტაიმი კატასტროფულად დაიწყო - არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ მოედნიდან ელვინ ტერა გააძევა. ამით სამტრედიელებმა უმალ ისარგებლეს და თემურ მარკოზაშვილმა ზუსტი დარტყმით წონასწორობა აღადგინა.

ამის შემდეგ "სამტრედია" გამოცოცხლდა და ის ფეხბურთი აჩვენა, რასაც მისგან ველოდით. ჩემპიონს გამარჯვება დავით ჩაგელიშვილის გოლმა მოუტანა, რომელმაც ამ გუნდის მაისურით პირველად გაიტანა და, საერთოდაც, კარგადაც ითამაშა. სამტრედიელ თავდამსხმელს ასისტენტობა ასევე ახალწვეულმა გიორგი ბერიაშვილმა გაუწია. სხვათა შორის, ამ უკანასკნელს თავის გამოჩენა თავადაც შეეძლო, მაგრამ საგოლე მომენტებით ვერ ისარგებლა.

"საბურთალომ" საკუთარ თავს არ უღალატა და მიუხედავად იმისა, რომ კაცნაკლული იყო, მაინც უტევდა და რამდენიმე კარგი მომენტიც შექმნა. თუმცა, ამავდროულად, დაცვაც მოაშიშვლა და სტუმრებს ამით სარგებლობა შეეძლოთ.

მიმდინარე სეზონში "სამტრედიამ" მეორედ მოიგო და მეორედაც - გასვლაზე, მაგრამ ეს 3 ქულა გია ცეცაძის გუნდისთვის გაცილებით ფასეული იყო, ვიდრე ერთი რიგითი მოგება.

ეროვნული ლიგა. V ტური
05.04. თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო-სამტრედია 1:2
გოლები: 1:0 ვაგნერი (27. შინდაგორიძის პასით), 1:1 მარკოზაშვილი (46. რაჟამაშვილის პასით), 1:2 ჩაგელიშვილი (56. ბერიაშვილის პასით)
საბურთალო (4-4-2): კუპატაძე - ტერა, მარგველაშვილი, ცნობილაძე, ლაკვეხელიანი - ხარაიშვილი, მამუჩაშვილი, არზიანი (58. სოფრომოაძე) - გონსალვესი (64. კოხრეიძე), შინდაგორიძე (51. ალთუნაშვილი), იმნაძე.
სათადარიგოები: გოშაძე, ფანცულაია, ბიძინაშვილი, ფიფია
მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
სამტრედია (4-2-3-1): მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი (82. სუხომლინოვი), სანდოხაძე, კასრაძე, ახალაძე - დათუნაიშვილი, რაჟამაშვილი - ჯიქია (90+2. მთივლიშვილი), მარკოზაშვილი, სამუშია (46. ბერიაშვილი) - ჩაგელიშვილი.
სათადარიგოები: დაუშვილი, ა. ნინუა, გოგიაშვილი, ბურკაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილებები: ტერა (16), ახალაძე (58), სანდოხაძე (64), ბერიაშვილი (65), კასრაძე (82)
გაძევება: ტერა (46. მეორე გაფრთხილება)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია.

მატჩის სტენოგრამა
13' - არზიანის მშვენიერი გადაცემა საჯარიმოში ხარაიშვილის მისამართით. "საბურთალოს" კაპიტანი კარისკენ შემოტრიალდა, მაგრამ დარტყმა ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, შეტევაში ჩართული ლაკვეხელიანი მოძებნა, რომლის სახიფათო დარტყმაც კარს ასცდა.
14' - ხარაიშვილის "სტანდარტულის" შემდეგ კარის წინ კარგად გაიხსნა იმნაძე, რომელსაც ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ მეკარე მიგინეიშვილმა თავისიანები რეალური გოლისგან იხსნა.
17' - "საბურთალოს" კიდევ ერთი მომენტი: ტერამ გადაცემა ჩაჭრა და ეფექტური შეტევა დაიწყო, საჯარიმოსთან მოძებნა შინდაგორიძე, რომელმაც ძლიერად დაარტყა. მიგინეიშვილი ბურთს ბოლო მომენტშიღა შესწვდა და სტუმრები კარის ხარიხამ იხსნა!
27' - გოლი! ხარაიშვილმა მოედნის ცენტრთან ბურთი მჭედლიშვილს აართვა და შინდაგორიძე მოძებნა, რომელმაც შეტევა ვაგნერს გაუგრძელა და ბრაზილიელმა 20 მეტრიდან ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა - 1:0!
27' - კარის წინ მარტოდ დარჩენილ შინდაგორიძეს სანდოხაძე ფეხებში ჩაუწვა და სტუმრები რეალური ხიფათისგან იხსნა.
34' - ჯიქიამ კარგი პოზიციიდან ბადე მხოლოდ გარედან შეარხია.
46' - ჯიქიამ ტერას ცენტრში აართვა ბურთი. შეტევის შესაჩერებლად, საბურთალოელმა მეტოქე ხელით შეაჩერა, არბიტრისგან კი მეორე ყვითელი და უმალ წითელი ბარათი იხილა.
46' - გოლი! წინა ეპიზოდისთვის დანიშნული ჯარიმა დათუნაიშვილმა რაჟამაშვილს გაუთამაშა, ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი კი 5 მეტრიდან თავურით კარში მარკოზაშვილმა გაგზავნა - 1:1!
50' - დათუნაიშვილის დარტყმის შემდეგ მეკარე კუპატაძემ ბურთი "ცხრიანიდან" მოხსნა.
56' - გოლი! ახალაძის ჩაწოდების შემდეგ ბერიაშვილმა ჩაგელიშვილს ბურთი მკერდით დაუგდო, ამ უკანასკნელმა კი მცველი დააწვინა და ზუსტი დარტყმით მეკარეს შანსი არ დაუტოვა - 1:2!
74' - რაჟამაშვილმა დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა ბერიაშვილი, რომელმაც დარტყმას მეტოქის გაცურება ამჯობინა და რეალური საგოლე მომენტი მამუჩაშვილმა განმუხტა.
90+1' - "სამტრედიას" მესამე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ რაჟამაშვილმა და ჩაგელიშვილმა რეალური მომენტი გაანიავეს.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 4
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 3
გ. ჯანელიძე (ჩიხურა) 3
მ. კოვტალიუკი (ჩიხურა) 3

მომდევნო ტური
8 აპრილი
შუქურა-ლოკომოტივი 14:00
დილა-კოლხეთი 16:00

9 აპრილი
სამტრედია-ტორპედო 14:00
დინამო (ბთ)-დინამო (თბ) 16:00
ჩიხურა-საბურთალო 20:00.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
jangos- დაწერ მშიშარას

შენ და შენისთანებს მინდა აგიხსნათ ელემენტარული რამ:
"სკ სამტრედია" არ ეკუთვნის არც მუნიციპალიტეტს და არც სახელმწიფოს,თუ ეს არ იცოდით უნდა გცოდნოდათ ყოვლისმცოდნე ოროსნებს :) წაიკითხე ამ კლუბის დოკუმენტაცია, ის არის "ააიპ კავშირი საფეხბურთო კლუბი სამტრედია" რომლის მმართველებიც არიან "კერძო პირები" რომლებსაც არა აქვთ დელეგირებული უფლება-მოვალეობა( მძიმე სიტყვებია,არასოდეს გიხმარია ცხოვრებაში ხო? ნწუ ნწუ ნწუ..) ან მუნიციპალიტეტის ან სახელწმფიოს სახელით იყვნენ წარმოდგენილი ამ კლუბში,ან მათ ბიუჯეტზე წესდებით მიბმული.
შესაბამისად ყველა კითხვები თუ რატომ არ ჰყოფნის ამ კლუბს ფინანსირება, თუ რატომ აკლია რაღაც, თუ როგორია ხელფასები და საფინანსო სიმყარე კლუბისა, თუ ვინ უნდა ატაროს სამტრედიელი ფეხბურთის მოყვარულები უფასოდ გასვლით მატჩებზე, ეს უნდა დაუსვათ მხოლოდ კლუბის ხელმძღვანელობას და არა მუნციპალიტეტის გამგეობას ან მთავრობას.ვინც ამ ააიპ-ს მართავს მათ სინდისზე და უნარებზეა დამოკიდებული ის წინსვლა, დეგრადაცია, ხარისხი თუ უხარისხობა რაც ხდება კლუბში, ყველა კითხვები მხოლოდ მათ.
გიხარიათ სკ სამტრედიას წარმატებები? ქება და დიდება ამ ააიპ-ის მმართველებს,არ გაწყობთ რაიმე და გინდათ პროტესტი გამოსთქვათ? ისევ ადრესატი უცვლელია. რა ვერ გაიგეთ?
ახლა რაც შეგვეხება ჩვენ - იმათ ვინც მრავალი წლებია ვართ სამტრედიას ქომაგები, მაგრამ გვაქვს ამის მხნეობა, ფუფუნება და ვალდებულებაც კი, რომ ვიყოთ კრიტიკულები შეცოდმების მიმართ და მოხარულნი წარმატებებისა (რადგან მკაცრ კრიტიკაზე მოხდენილი რეაგირება არის საწინდარი წარმატებისა), კიდევ ერთხელ გიხსნით რომ ქულებით წარმატება არასოდეს არ არის დიდი წარმატების გარანტი,წარმატება იქნება როცა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მეორე და მესამე ეტაპს დასძლევს კლუბი, ახლანდელი ხარისხით როგორითაც ამათმა დასძლიეს საბურთალო,როგორითაც ეღლაბუცეს ბავშვცებით დაკომპლექტებული თბილისის დინამოს, მეორე ეტაპიდანვე გველოდება გამოვარდნა უსიტყვოდ და აი აქ მთავრდება მთელი კლუბის წარმატებულობა და გენიალურობა მისი მწვრთნელებისა თუ მმართველებისა,აი ეს არ მინდა რომ მოხდეს.
თუკი თქვენ გაწყობტ მხოლდო სი რომ კლუბი უმაღლეს ლიგაში რეგულარულად ასპარეზობდეს და მეტი ამბიცია არ ჰქონდეს, კი ბატონო, მაშინ მასე იყოს და ღმერთმა მოგახმაროთ ასეთი "ნურც გაფრინდები ნურც მოფრინდები" კლუბი :)
გია ცეცაძეს არავინ მტრობს პირადად, მაგრამ მან უნდა გამოფხიზლდეს, მას გაჩემპიონებული კლუბის 70% შერჩა და ეს დიდი ძალაა, მან თავისი ხედვის მიხედვით ჩაატარა სელექცია დასამატებელი კადრების, ამიტომაც,ასეთი აღრეული არ უნდა იყოს კლუბი და ასე დაბალ ხარისხს არ უნდა უჩვენებდეს თამაშის,ვარსკვლავების მოწყვეტას არ ვითხოვთ, მაგრამ ის ადამიანური რესურსი რაც მან დაიტოვა თავისი ხედვით, მანვე უნდა მოიყვანოს ფორმაში. ბურთოს გატანა ჯერ კიდევ არ ნიშნავს რომ კლუბს მოერგე ან გამოადგები,ეს უნდა იცოდნენ ახალწვეულებმა, მათ კი დიდი პრობლემა აქვთ გუნდის ძირითად ნაწილთან მორგება-შეთამაშების, თითქოს 2 გუნდი გამოდის ერთ მინდორზე.
ასე რომ,ვითხოვთ ხარისხს და მხოლოდ ხარისხს რომელიც თავისთავად გახდება საწინდარი წარმატებისაც,ესეც გარდაუვალობაა, თუკი ამ კოლექტივში ვერ ახერხებს მწვრთნელი ამის მიღწევას შარშანდელისაგან განსხვავაბეით,ან დაიმატოს კადრები ან რაიმე გაადწყვეტილება მიიღოს.
ფულს სამტრედიას არავინ მისცემს და ნურავის დაავალებთ ამ ფულის მიცემას, ადრესატები არ დარჩა,ახლა კლუბის მმართველებს შეუძლიათ მხოლოდ ეძებონ ფულის ჰაერზე გადამყრელი მდიდარი ბიძიები,ან უბრალოდ გაშლიან ხელებს, ჩვენ არა გვაქვს კაპიტალი და რასაც ეყოფა ფონდიდან მიღებული ფული ისე ვითამაშებთო :) მათ არც ვალდებულება აქვთ აღებული ვინმეს წინაშე რომ აუცილებალდ მინიმუმ ამდენი და იმდენი
თანხით დააფინანსებენ კლუბს გარდა ფონდის თანხებისა.
ესაა და ეს :)
Jango
10:50 07-04-2017
0
მოდერატორ ბინძურ თამაშს ეწევი და ეს ასე ვერ ჩაივლის,სადაა ის კომენტარი რომელიც მე გუშინ საღამოს დაგიწერეთ?
Jango
09:52 07-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული