გამოცემამ ტურის მწვრთნელებად "სამტრედიის" თავკაცი გია ცეცაძე და თბილისის "ლოკომოტივის" დამრიგებელი გიორგი დევდარიანი დაასახელა. აღსანიშნავია, რომ დევდარიანი მიმდინარე ჩემპიონატში უკვე მეორედ დასახელდა ტურის მწვრთნელად.
შეგახსენებთ, რომ "სამტრედიამ" ბოლო ტურში "საბურთალოს" ანგარიშით 2:1 მოუგო, ხოლო "ლოკომოტივმა" "კოლხეთს" ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.
ტურის სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი, 4 ფეხბურთელით "ლოკომოტივია" წარმოდგენილი. 2-2 ფეხბურთელია "სამტრედიიდან" და "დილადან", ხოლო თბილისის "დინამოდან", ბათუმის "დინამოდან" და ქუთაისის "ტორპედოდან" -