ტურის ბოლო მატჩი ქუთაისში ჩატარდა, სადაც "ტორპედომ" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
ანგარიში სტუმრებმა მე-10 წუთზე გიორგი ივანიშვილის გოლით გახსენეს. "ტორპედომ" წონასწორობა ოთხ წუთში გიორგი კუხიანიძის გოლით აღადგინა. მეორე ტაიმის დასაწყისში "ჩიხურა" კაცნაკლული დარჩა. მეორე გაფრთხილების გამო მოედნის დატოვება ლევან კაკუბავას მოუხდა. 81-ე წუთზე კი კუხიანიძემ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
რაც შეეხება დღის სხვა მატჩებს, "საბურთალომ" "მიხეილ მესხზე" ბათუმის "დინამო" დაამარცხა - 2:0, "სამტრედიამ"
შეგახსენებთ, რომ ტური 12 აპრილს, თბილისის "ლოკომოტივისა" და გორის "დილას" მატჩით გაიხსნა, რომელიც ფრედ, 3:3 დასრულდა.
- ლოკომოტივი-დილა 3:3 - თამაში, რომელმაც ფეხბურთი გაგვახსენა [VIDEO]