- ეროვნული ლიგა. VIII ტური: "შუქურა" და "დილა" დაზავდნენ
საჩხერის "ჩიხურამ" ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ფოთის "კოლხეთი" მიიღო და ანგარიშით 3:1 იმარჯვა.
ანგარიში მატჩის მე-8 წუთზე საჩხერელთა ფორვარდმა დიმიტრი ტატანაშვილმა გახსნა. ამის შემდეგ იყო ორი პენალტი: 21-ე წუთზე პენალტი ჯერ "ჩიხურას", 10 წუთში კი "კოლხეთის" კარში დაინიშნა, თუმცა ორივე შემთხვევაში ფეხბურთელებმა, დავით ბოლქვაძემ და დიმიტრი ტატანაშვილმა ვერ გაიტანეს. ტატანაშვილს მეკარემ აუღო, მაგრამ დამატებაზე ირაკლი ლექვთაძემ ყველას დაასწრო - 2:0. 47-ე
"ჩიხურას" ამ გამარჯვებით 13 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, "კოლხეთი" 7 ქულით მეცხრეა.