21 აპრილს ეროვნული ლიგის VIII ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა. ქობულეთის "შუქურამ" "ჩელე არენაზე" გორის "დილას" უმასპინძლა. მატჩი უგოლო ფრეთი დასრულდა.
მერვე ტურის კიდევ ერთი მატჩი დღეს, 20:00 საათზე დაიწყება, სადაც საჩხერის "ჩიხურა" ფოთის "კოლხეთს" მიიღებს.