ეროვნული ლიგა. VIII ტური: "სამტრედია" და "ლოკომოტივი" დაზავდნენ

AutoSharing Option
22 აპრილს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის VIII ტურის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. მოქმედმა ჩემპიონმა "სამტრედიამ" საკუთარ მოედანზე თბილისის "ლოკომოტივი" მიიღო და უგოლო ფრეს დასჯერდა.

დღესვე მოგვიანებით ბათუმის "დინამო" ქობულეთში ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლებს, ტური კი 23 აპრილს, "დინამო არენაზე" გასამართი თბილისური დერბით დასრულდება, რომელშიც ერთმანეთს "დინამო" და "საბურთალო" დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ VIII ტური 21 აპრილს გამართული ორი მატჩით გაიხსნა. ქობულეთში "შუქურა" და "დილამ" უგოლოდ ითამაშეს, საჩხერის "ჩიხურამ" კი ზესტაფონში ფოთის "კოლხეთს" ანგარიშით 3:1 მოუგო.

მკითხველის კომენტარები / 5 /
იცით ყველაზე მეტად გულს რა მიკლავს? თითქმის ცარიელს, რომ ვხედავ ერთ დროს მუდამ სავსე სამტრედიის სტადიონის ტრიბუნებს, ხალხს გული გაუტეხეს, გოოოოლლლ-ის დაყვირება მოანატრეს. წინა კვირას სტადიონი აკურთხეს თურმე არიქა დათარსულები ვართო, მგონი ის დროა, ის მამაო ისევ მოიყვანონ და ამ გუნდს პარაკლისი გადაუხადონ. საინტერესოა ამ გუნდით უნდათ ევროსარბიელზე გასვლა? მაისში გავძლიერდებითო იძახიან და საინტერესოა ვის მოყვანას აპირებენ ან როგორ აპირებენ მცირე დროში თითქმის დაშლილი გუნდის აღორძინებას? ღმერთმა ხელი მოუმართოთ მაგრამ ცოტა არ იყოს მეეჭვება, რომ ეს გუნდი თავს არ შეირცხვენს ევროპაში.
ვახ დრონი, დრონი
23:47 22-04-2017
0
momaval tamahze saertod agar mova xalxi ukve imedic moukalit xalxs albat ase girhevniat rasac gindat imas itamahebt xelfasebs mainc ki agebbt me ro xelmdzgvaneli viyo tkveni saertod xelfasis garehe dagtovebdit ara fegburtis tamahistvis
goli
20:00 22-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული