სფფ-ის ახალი ინიციატივა, რომელიც ეროვნულ ლიგაში მეორე წრიდან დაინერგება

AutoSharing Option
სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საინტერესო ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც ეროვნულ ლიგას ეხება.

იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ლიგის რომელიმე ტელეკომპანია რომელიმე გუნდის მატჩის ტრანსლაციის უფლებას იყიდის, ტრანსლაციაში გადახდილი თანხა მთლიანად კლუბს გადაერიცხება.

ნაყიდი მატჩის მაღალი ხარისხის სიგნალს ტელეკომპანიას სფფ მიაწვდის და ტრანსლირების "პროდაქშენსაც" მთლიანად სფფ უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ ეს არ ეხება ტურის ცენტრალურ შეხვედრას, რომლის ექსკლუზიური უფლება "საზოგადოებრივ მაუწყებელს" გააჩნია.

პირობითად, ტელეკომპანია "რიონი" იყიდის ქუთაისის "ტორპედოს" მატჩებს და საშინაო თუ საგარეო მატჩების ტრანსლირებას მოახდეს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ "ტორპედოს"
შეხვედრას არ აჩვენებს "საზოგადოებრივი მაუწყებელი".

კობიაშვილის თქმით, აღნიშნული ცვლილება ეროვნულ ლიგაში მეორე წრიდან ამოქმედდება.

როგორც სფფ-ში განმარტავენ, ამ შემთხვევაში გაიზრდება ბიზნესის დაინტერესებაც.

ლექსო ნაბახტეველი სპეციალურად საიტისთვის
მკითხველის კომენტარები / 8 /
მიდი კობი დოიჩლანდში ნამუშევარი კაცი ხარ და ვიცი დისციპლინა გამოიმუშავე , ქვეყნის და საქმის სიყვარული კი გაქვს და ასე რომ დარწმუნებული ვარ ბევრად წინ წაწევ ფეხბურთს, ისე პსვ ეინდჰოვენთან თამაშს დავესწარი გელზერკირხენში 3 გოლი რო შეუგდე მთელი აუფშალკე კობისს ყვიროდა იმ საგამოს აი მაშინ გერმანიაში პირველად ვამაყობდი რო ქართველი ვარ ამდენ ხალხში,
Lashe
05:44 26-04-2017
0
აბსოლუტური იდიოტიზმი,უსინდისობა და მენეჯმენტის სრული პროფანიზმი,აი ასე შემიძლია მოვნათლო ეს ჩანასახშივე მკვდარი იდეა.
საერთოდ გაგებაში და გააზრებაში არ არიან არც მუჯირი,არც იაშვილი და არც კობიაშვილი თუ რა ხდება ამ ქვეყნად.მაგარი უტვინო უნდა იყოს ტელეკომპანიის მფლობელი რომ თუნდაც 10 ლარი გადაიხადოს არათუ ერთი არამედ საერთოდ სეზონის განმავლობაში საჩვენებელ ყოველ მატჩზე.
ხალხი სტადიონზე არ დადის,რაც დადის უფასოდ დადის და ამ პირობებში გინდათ რომ ტელეკომპანიებმაა გადაიხადონ ფული იმ უხარისხო რეპორტაჟებისათვის რაც დაფინანსებულია ბიუჯეტის ფულით და რომელიც საკმაოდ უხარისხოდაც მიჰყავს ჯფმ სტუდიოს?
დღეისათვის იქეთ უნდა ეხვეწებოდეთ რეგიონალურ ტელევიზიებს, იქეთ უნდა უხდიდეთ ფულს რომ მათმა თავის ბადეში მონახონ საშუალება ეს კარდიბალეტი უჩვენონ რასაც ქართული ფეხბურთი ჰქვია დახეულხალიჩიან ხელოვნურსაფარიან კაცთდასამტვრევ მინდვრებზე.

ზოგჯერ ტვინსაც რომ ანძრევდეთ მორიგი სულელური იდეების გაცხადებამდის ძალიან კარგი იქნებოდა.
Jango
11:06 26-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული