მაგრამ არანაკლებ თვალშისაცემი არა მხოლოდ მათი კარგი თამაში, არამედ ბათუმელთა მეკარე ანატოლი ტიმოფეევის უხეში შეცდომები იყო. გურულმა პირველი ტაიმის ბოლოს ქუთაისელები მას შემდეგ დააწინაურა, რაც მასპინძელთა მეკარეს ბურთი ხელიდან გაუვარდა. 90-ე წუთზე კი გრიგოლ დოლიძემ უკრაინელ კარის დარაჯს ახლო კუთხეში გაუტანა. ვინც
საერთოდ, ბათუმის "დინამოში" მისვლის შემდეგ ტიმოფეევმა საქართველოს მთავარი ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის სახელი დაიგდო და ასეთი შეცდომები მისგან მოულოდნელი იყო. აღმოჩნდა, რომ უკრაინელს თამაშის დროს ხელი სტკიოდა, მეორე გოლზე კი, გურულთან შეჯახებისას, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა...
ბათუმელთა პრესსამსახურის ცნობით, ტიმოფეევი "ტორპედოსთან" საკმაოდ მძიმედ დაშავდა და გამოკვლევის შედეგად, დინამოელთა მეკარეს მარცხენა მტევნის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლევან ხომერიკის გუნდს დროებით ვერ დაეხმარება. ბოლო მონაცემებით, ტიმოფეევი ვარჯიშს ერთ თვეში განაახლებს. ეს კი ტრავმებისგან შეწუხებული ხომერიკის გუნდის მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს.
ამ ყველაფრის შემდეგ ტიმოფეევის მიერ დაშვებული შეცდომები გასაგები ხდება.
მაგრამ შეუძლებელია, ბათუმელთა ერთ-ერთი გულშემატკივრის გაოცება არ გაიზიარო - გაუგებარია, ასეთი ტკივილებით მეორე ტაიმი როგორ ითამაშა ან შესვენებაზე როგორ ვერ იგრძნო, რომ სერიოზული პრობლემა ჰქონდა?
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"