ეროვნული ლიგა. IX ტურის წინ: ინტრიგა "ქართულ კლასიკომდე"

AutoSharing Option
შუა კვირაში სათასო დაპირისპირებები იყო, შაბათ-კვირას კი უკვე ჩემპიონატის მატჩებია - აი, ასეთი გრაფიკით უწევთ ეროვნული ლიგის გუნდებს ასპარეზობა მიმდინარე სეზონში. IX ტურს "ჩვეულებრივს" ნამდვილად ვერ ვუწოდებთ - დასკვნითი მატჩი ხომ ქუთაისში უნდა გაიმართოს, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან კარგ ფორმაში მყოფი ძველი და პრინციპული მეტოქეები - "ტორპედო" და თბილისის "დინამო"!

ვერაფერს ვიტყვით: მართლაც დიდი ინტრიგა გველოდება მორიგი "ქართული კლასიკოს" წინ, მით უფრო, რომ ამ შემთხვევაში, სატურნირო სიტუაციაც ხომ გასათვალისწინებელია?

თანაც, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ამ ტურის მატჩებით XXIX ჩემპიონატის I წრე
დასრულდება და ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ მიმდინარე სეზონის პირველი "საშუალედო ფინიშის" გამარჯვებულის ვინაობა სწორედ ქუთაისურ მატჩში გაირკვეს.

სხვა ვარიანტიც არის - არსებობს იმის ალბათობაც, რომ სატურნირო ცხრილის სათავეში სამხელისუფლებიანობაც ვიხილოთ! მაგრამ, ამ სეზონის დაწყებისთანავე ხომ შევთანხმდით, რომ ეროვნული ლიგის ნებისმიერი ტურის წინ ასევე ნებისმიერი პროგნოზის გაკეთება საფუძველს მოკლებულია!

გამონაკლისი, რაღა თქმა უნდა, არც IX ტური უნდა იყოს, სადაც "ქართული კლასიკოს" გარდა, კიდევ ერთი (თანაც, არანაკლებ საინტრიგო) საინტერესო მატჩი გველოდება.

...შაბათისა და კვირის მატჩებით პირველი წრე კი დასრულდება, მაგრამ შესვენების დრო ჯერ არ არის, პირიქით - მაისში 6 ტურია დაგეგმილი!..

ლოკომოტივი-ჩიხურა
აი, სწორედ ამ მატჩს მივიჩნევთ IX ტურის კიდევ ერთ საინტრიგო დაპირისპირებას: ამ სეზონში მართლაც ჩინებულად მოასპარეზე "ლოკომოტივმა" ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ ქართულ კლუბს (და, მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს) "ჩიხურას" უნდა უმასპინძლოს!

გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ლოკომოტივი" ეროვნულ ლიგაში ყველაზე შედეგიანი გუნდია და გასულ რვა ტურში მხოლოდ ერთხელ მოხდა, "ლოკომოტივმა" მეტოქის კარში გოლი რომ ვერ გაიტანა (წინა ტურში, მოქმედ ჩემპიონ "სამტრედიასთან" მატჩში).

"ლოკომოტივმა" საქართველოს თასზე ასპარეზობა ჯერ კიდევ 1/16 ფინალში დაასრულა, მაშინ როცა "ჩიხურას" შუა კვირაში არცთუ იოლი საგარეო სათასო მატჩი ჰქონდა "გაგრასთან". ამ მატჩში "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ თავისი გუნდის ძირითადში გარკვეულ როტაციას მიმართა, თუმცა, სასურველ შედეგს მაინც მიაღწია და საჩხერელთა გუნდიც ორივე ფრონტზე აპირებს მაქსიმალური მიზნებისთვის ბრძოლას.

სხვათა შორის, მასპინძლებისათვის ამ მატჩს ორმაგი დატვირთვა ექნება: არც ჩემპიონატში (არც უმაღლეს ლიგაში და არც პირველ ლიგაში) და საქართველოს თასზე, "ლოკომოტივს" არც ერთი მატჩი არ მოუგია "ჩიხურასთვის".

სტატისტიკას თავი რომ დავანებოთ, სატურნირო მნიშვნელობაც ხომ გასათვალისწინებელია: დღესდღეობით "ლოკომოტივი" მეორე-მესამე ადგილებს იყოფს "ტორპედოსთან", ხოლო "ჩიხურა" ამ გუნდებს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება...

საბურთალო-შუქურა
ამ გუნდებს შუა კვირაში სათასო მატჩები არ ჰქონიათ და ცოტა "ამოსუნთქვის" საშუალებაც ექნებოდათ; არადა, დასვენება და "სულის მოთქმა" მართლაც მისწრება იქნებოდა ორივე გუნდისათვის: "საბურთალოს" ხომ უამრავი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს, "შუქურა" კი დღემდე რჩება ეროვნულ ლიგაში ერთადერთ მოუგებელ გუნდად.

საკადრო პრობლემები კი შემთხვევით არ გვიხსენებია: "საბურთალოს" მთავარ მწვრთნელს გიორგი ჭიაბრიშვილს მიმდინარე სეზონში არც ერთხელ არ მისცემია იმის საშუალება, რომ ოპტიმალური შემადგენლობა გამოეყვანა მოედანზე; იმავეს თქმა შეიძლება ქობულეთელთა გუნდზეც, ასევე რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე რომ უწევს თამაში.

ეროვნული ლიგა. IX ტური
29 აპრილი
თბილისი. მიხეილ მესხი (სათ). 16:00
ლოკომოტივი-ჩიხურა
ურთიერთშეხვედრები
6: +0 =3 -3, 6:11
დისკვალიფიკაცია: ნოდარ ქავთარაძე (ლოკომოტივი)

თბილისი. მიხეილ მესხი. 20:00
საბურთალო-შუქურა
ურთიერთშეხვედრები
2: +1 =0 -1, 3:3

30 აპრილი
ქობულეთი. ჩელე არენა. 13:30
კოლხეთი-დინამო (ბთ)
ურთიერთშეხვედრები
49: +17 =12 -20, 51:69
დისკვალიფიკაცია: დავით ბოლქვაძე, თამაზ ჟიშკარიანი (ორივე კოლხეთი) - გელა გოგიტიძე (დინამო ბთ)

გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 15:30
დილა-სამტრედია
ურთიერთშეხვედრები
31: +15 =2 -14, 43:40
დისკვალიფიკაცია: გივი ქარქუზაშვილი (დილა) - ნიკა სანდოხაძე (სამტრედია).

ქუთაისი. რამაზ შენგელია. 17:30 LIVE I არხზე
ტორპედო-დინამო (თბ)
ურთიერთშეხვედრები
63: +15 =16 -32, 60:108
დისკვალიფიკაცია: გურამ ადამაძე (ტორპედო).

ბომბარდირები:
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 8
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 6
ბ. არაბული (დინამო თბ) 5
ნ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 5.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
saburtalos fexburtelebia tramvirebulio, imas ki ar agnishnavs rom kobulet4,5 fexburteli tanaz ziritadis sul aklia tramvis gamo, ar dagekargot eg saburtalo))))
kai bichi
29 აპრილი 2017 15:13
0
და ლოკოს სათაარიგო სტადიონი მთავარი სტადიონის ტერიტორიაზეა ალბათ ხომ
lasha
29 აპრილი 2017 13:41
0
ლოკომოტივი- ჩიხურას ფრეს ვუსურვებ,ხოლო თუ მოგებაზეა საქმე მაშინ საჩხერემ მოიგოს სჯობს.

საბურთალოს კი წაგებას ვუსურვებ შუქურასთან,თუმცა მოხდება პირიქით ალბათ,რადგან ჩელებაძემ მთლად მოსპო და გაანადგურა ეს ქობულეთური კლუბი.
გარინჩა
29 აპრილი 2017 12:48
0
არ მესმის ერთი დღით ადრე რატომ არ წერთ ხოლმე ამეებს
lasha
29 აპრილი 2017 12:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული