ანგარიში მე-14 წუთზე მიმდინარე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ირაკლი სიხარულიძემ გახსნა. მეორედ საჩხერელთა კარში დავით უბილავამ 71-ე წუთზე გაიტანა, ამის შემდეგ კი სამწუთიან მონაკვეთში "რკინიგზელთა" კიდევ ერთმა ბომბარდირმა - მამია გავაშელიშვილმა შეძლო დუბლის გაფორმება (75-ე და 78-ე წუთები). ცოტა ხანში დუბლი უკვე სიხარულიძემ შეასრულა - 85-ე წუთზე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შედეგად, მიმდინარე ჩემპიონატში ბომბარდირთა
"ჩიხურასთან" გამარჯვებით "ლოკომოტივმა" 18 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში დამატებითი მაჩვენებლით გალიდერდა. ამდენივე ქულა, ოღონდ თამაშით ნაკლები აქვს თბილისის "დინამოს". აღსანიშნავია, რომ "რკინიგზელებმა" მიმდინარე ჩემპიონატში ამ ანგარიშით უკვე მესამედ მოიგეს.
დღესვე მოგვიანებით, 20:00 სთ-ზე დაიწყება "საბურთალოსა" და "შუქურას" შეხვედრა, ტურის დანარჩენი მატჩები კი 30 აპრილს ჩატარდება.
ეროვნული ლიგა. IX ტური
29 აპრილი
ლოკომოტივი-ჩიხურა 1:0
გოლები: 1:0 სიხარულიძე (14), 2:0 დავით უბილავა, 3:0, 4:0 მამია გავაშელიშვილი (75, 78), 5:0 სიხარულიძე (85).
გაძევება: ნიკოლოზ გელაშვილი (43, ჩიხურა).
თბილისი. მიხეილ მესხი. 20:00
საბურთალო-შუქურა
30 აპრილი
ქობულეთი. ჩელე არენა. 13:30
კოლხეთი-დინამო (ბთ)
გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 15:30
დილა-სამტრედია
ქუთაისი. რამაზ შენგელია. 17:30 LIVE I არხზე
ტორპედო-დინამო (თბ).
ამ ბიჭმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა სამტრედიას ხელმძღვანელობის უგუნურობა და არაპროფესიონალიზმი.თუ ვინმე კარგი იყო ყველა რომ გააქციეს გუნდიდან.
წინ ლოკო,წარმატებები,მართლაც რომ კარგად თამაშობთ,სამეულში მოხვედრის ღირსი ნამდვილად ხართ.