ეროვნული ლიგა. IX ტური: "დინამომ" "ტორპედოს" მოუგო და გალიდერდა

AutoSharing Option
30 აპრილს საქართველოს ეროვნული ლიგის IX ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა. ქუთაისის "ტორპედომ" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

პირველი ტაიმი სტუმართა უპირატესობით წარიმართა. დინამოელები განსაკუთრებით ტაიმის ბოლოს გააქტიურდნენ და ამან შედეგიც გამოიღო - მატჩის 42-ე წუთზე გიორგი თევზაძის ჩაწოდების შემდეგ მასპინძელთა კარში გოლი ბაჩანა არაბულმა გაიტანა.

"დინამოს" პირველ ტაიმში მეორე გოლის გატანაც შეეძლო. გატანილი გოლიდან ორიოდე წუთში არაბულს კიდევ ერთი მომენტი შეექმნა, რომელიც ვერ გამოიყენა. სახიფათოდ შეასრულა ჯარიმა ლაშა თოთაძემ, რომლის დარტყმულიც, მართალია, როინ კვასხვაძემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე პირველი
ბექა მიქელთაძე
აღმოჩნდა - ქუთაისელთა მეკარემ არც მას გაატანინა.

მეორე ტაიმი ისევ "დინამოს" შეტევებით დაიწყო. "ტორპედოს" საჯარიმოში ჯერ ბოგდან მიშენკო შეიჭრა და ვერ გაიტანა, შემდეგ არაბულს კიდევ ერთხელ აუღო კვასხვაძემ, გიორგი თევზაძემ კი ბურთი ხარიხას მოარტყა...

ამის შემდეგ "ტორპედო" გამოფხიზლდა, რამდენიმე მწვავე შეტევა განახორციელა და ფორვარდ ნიკოლოზ საბანაძეს გოლის გატანის ორი კარგი შესაძლობლობა მიეცა, რომელიც ვერ გამოიყენა. ამას დაცვაში შეცდომა მოყვა და გიორგი თევზაძემ "დინამოს" უპირატესობა ორამდე გაზარდა. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ეს ამ შეხვედრაში გასული ბოლო გოლი იყო.

"დინამოს" ამ გამარჯვებით 21 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა, "ტორპედო" კი 15 ქულით მეოთხე ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ვულოცავთ დინამოს კარგად და ღირსეულად ითამაშა იმ თამაშებთან შედარებით რაც ქუთაისში უთამაშია, ტორპედო არ გავდა თავის თავს, მაგრამ რა მიკვირს იცით?? რატო წერთ ასე ცოტას ამ თამაშზე და არაფერს ამბობთ სტადიონზე არსებულ სიტუაციაზე, ასეთი რამე რომ თბილისში ყოფილიყო წაიღებდით ტვინს ნახეთ რა ხდება თბილისშიო,არ გინდათ აღიაროთ რომ ქუთაისია თანამედროვე ფეხბურთის კერა და არა თბილისი, ათ თამაშზე ვერ კრიბავს მილიონ ნახევრიანი ქალაქი იმდენ ხალხს რაცას ათჯერ პატარა ქალაქი ახერხებს, ცოტა კიდევ მოიცადეთ კლუბის გასხვისების ამბები მოგვარდეს და მერე ნახავთ სად მდებარეობს ქართული ფეხბურთის ცენტრი.
გულშემატკივარი
10:51 01-05-2017
0
ამ დინამოში როგორც ჩანს კარგი ახალგაზრდები შეიკრიბნენ და იქნებ რამოდენი წელი შეინარჩუნოს დინამომ ეს ბიჭები.არ უნდა გაუშვას დინამომ ეს ბიჭები მუქთად უცხოეთში, თანაც მდარე გუნდებში, სადაც სკამის ხეხვა მოუწევთ და საიდანაც უკან დაბრუნდებიან.
kika
09:18 01-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული