თბილისის "დინამო": რატომ ვერ თამაშობს საბა ლობჟანიძე?

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც თბილისის "დინამოს" სამწვრთნელო შტაბმა ძირითად გუნდში დააბრუნა 22 წლის შემტევი ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე, ეს უკანასკნელი შესანიშნავად ათამაშდა. და აი, ბოლო მატჩებში ის კვლავ ვერ ვიხილეთ თბილისური გრანდის შემადგენლობაში. როგორც ირკვევა, ამის მიზეზი ტრავმაა.

ლობჟანიძის თემაზე "ლელო" თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას მრჩეველს, ლევან სალუქვაძეს დაეკითხა.

"აღმოჩნდა, რომ "საბურთალოსთან" შეხვედრაში ლობჟანიძემ ხელის თითი მოიტეხა. არადა, მან თამაში ჩაამთავრა. არ ეგონა, თუ მოტეხილი ჰქონდა. ეს მოხდა შეხვედრის პირველ ტაიმში. სამედიცინო გამოკვლევამ კი სულ სხვა სურათი აჩვენა - მოტეხილობა. უახლოეს
დღეებში საბა სურათს გადაიღებს და მაშინვე განაახლებს ვარჯიშს, როგორც კი ექიმები ამის ნებას დართავენ", - გვითხრა სალუქვაძემ.

შეგახსენებთ, რომ პერსპექტიულ შემტევს, რომელმაც წინა სეზონი შესანიშნავად ჩაატარა საჩხერის "ჩიხურას" შემადგენლობაში, უკვე ჰქონდა დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული