ეროვნული ლიგა. X ტური: სრული ანშლაგი ბათუმში და "ლოკომოტივის" მორიგი გამარჯვება

AutoSharing Option
5 მაისს ეროვნული ლიგის X ტურის კიდევ ერთი შეხვედრა ბათუმში გაიმართა. 10-წლიანი პაუზის შემდეგ ბათუმის "დინამომ" ეროვნული ლიგის მატჩი შინ თბილისის "ლოკომოტივთან" გამართა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ანგარიში მატჩის მე-13 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს - პენალტი ზუსტად ვალერიან თევდორაძემ დაარტყა. "ლოკომოტივმა" ანგარიშის გათანაბრება მეორე ტაიმში შეძლო. 56-ე წუთზე გუნდის ფორვარდმა ირაკლი სიხარულიძემ თავისი მორიგი გოლი გაიტანა. ამის მერე ბათუმელებს მეორე გოლის გასატანად არაერთი მომენტი ჰქონდათ, თუმცა ვერ გაიტანეს. 88-ე წუთზე ვატო არველაძემ ულამაზესი დარტყმით თბილისელებს მორიგი 3 ქულა მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ
მატჩმა სრული ანშლაგით ჩაიარა.

Sportall.Ge

თბილისის "ლოკომოტივს" ამ გამარჯვებით 21 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, "დინამო" კი 12 ქულით მეშვიდეა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ამხელა ქალაქს ასეთი სარაია არ ეკადრება.
ასლანი
11:57 06-05-2017
0
გაკეთეთ სტადიონები,მაყურებელიც მივა,ფულსაც გადაიხდის,ფეხბურთელებს
შემოსავალი გაეზრდება.ბოლოს და ბოლოს
ტოტალიზატორებში ალბათ დახლოებით
500 ათასი კაცი თამაშობს და ნამდვილ ფეხბურთში ხალხი ფულს გასდაიხდის.
999999999999
12:50 06-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული