ეროვნული ლიგა. პრემიალურები: ვინ რამდენი გამოიმუშავა I წრეში

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ Sportall.ge-მ გადაწყვიტა, დაეანგარიშებინა ის პრემიალური თანხები, რომელიც კლუბებმა 9 ტურის შემდეგ უნდა მიიღონ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან დავით მუჯირისგან შევიტყვეთ, რომ ეროვნული ლიგის კლუბი მოგებაში 20 000 ლარს მიიღებს, შესაბამისად, ქულა დაახლოებით 6 600 ლარად ფასობს.

- ეროვნულ ლიგაში პრემიალურები შემცირდა - რამდენს მიიღებენ კლუბები მოგებაზე

ამრიგად, მიმდინარე ჩემპიონატში ყველაზე მეტი თბილისის "დინამომ" გამოიმუშავა. თბილისელებმა პირველ წრეში 7 მატჩი მოიგეს, რაც ნებისმიერ სხვა გუნდზე მეტია - 140 000 ლარი. ყველაზე
მცირე თანხა კი ქობულეთის "შუქურას" ერგება - 19 800.

კლუბის მიერ გამომუშავებული თანხები (ლარში):
1. თბილისის "დინამო" - 140 000 (7 მოგება);
2. თბილისის "ლოკომოტივი" - 119 800 (5 მოგება, 3 ფრე);
3. "საბურთალო" - 100 000 (5 მოგება);
4. ქუთაისის "ტორპედო" - 99 800 (4 მოგება, 3 ფრე);
5. "სამტრედია" - 93 200 (4 მოგება, 2 ფრე);
6. საჩხერის "ჩიხურა" - 86 600 (4 მოგება, 1 ფრე);
7. ბათუმის "დინამო" - 80 000 (4 მოგება);
8. გორის "დილა" - 53 000 (1 მოგება, 5 ფრე);
9. ფოთის "კოლხეთი" - 46 600 (2 მოგება, 1 ფრე);
10. ქობულეთის "შუქურა" - 19 800 (3 ფრე).
მკითხველის კომენტარები / 11 /
kargi batono mivesalmebit saxelmcifosgan am nabijs.magram es 5 cliani programa uceb haivlis mere ras vhvebit? ratom ar xdeba paralelurad investoris modzieba?
gamecit vinmem pasuxi.
S.P
09 მაისი 2017 09:00
0
დაავადების სიმპტომის დამალვა ან დროებით „დაძინება“ არ ნიშნავს განკურნებას!

1,2,3,5,8...
08 მაისი 2017 23:21
0
უფულოდ საქმე არ კეთდება და მივესალმები სახელმწიფოსგან ფულის ხარჯვას..ნიჭირი ახალგაზრდების გადინებაც შემცირდება ალბათ ფულის გამო ჭე კლასის გუნდებში.
პაატა
08 მაისი 2017 22:40
0
რომანამ ბავშვებით უკვე გამოიმუშავა 140 000 :)
ჩემპიონატი არ დამთავრებულა:)))
vaaa
08 მაისი 2017 20:35
0
amis mere vin ifiqrebs gundhi investoris modziebaze.
investori savaraudod tavis menejerta gunds moikvans,arada fuli modis hqerivit.
S.P
08 მაისი 2017 17:34
0
რა ჩაფლავებაზეა ლაპარაკი ძლივს გუნდებს რაღაც სტაბილურობის განცდა და მოტივაცია მიეცათ, ორ წელიწადში 20 წლის ნაფუჭები საქმე არ სწორდება.
gio
08 მაისი 2017 16:58
0
მართალია quTaiseli, შედეგები ცოტა გვიან გამოჩნდება, რაც შეეხება ''ფედერაციას უნდა აწყობდეს მატჩების ფრედ დამთავრება'' ნუ დაგვავიწყდება, რომ ფულს სახელმწიფო იხდის.
gizog
08 მაისი 2017 16:08
0
რეგიონებში ხალხი უფრო მეტად ინტერესდება ფეხბურთით და ეს კარგია რაც შეეხება ჩაფლავებას და ასე შემდეგ მე მიმაჩნია რო მკვდრის რეანიმირება ხდება და ეს ასე უცბათ ვერანაირად ვერ მოხდება ათი წელი კლავდე რასაც ქვია ფეხბურთს თუ უფრო მეტიარადა ორ წელიწადში გინდოდეს რაღაცის მიღწევა გამორიცხულია.
quTaiseli
08 მაისი 2017 15:20
0
ამ სქემის მიხედვით ფედერაციას უნდა აწყობდეს მატჩების ფრედ დამთავრება:)))
me
08 მაისი 2017 15:10
0
ლიგა 2ის პრემიალურებიც დათვალეთ რა
ვლადიმერი
08 მაისი 2017 15:04
0

სიახლეები პოპულარული