ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო მოთამაშედ თბილისის "ლოკომოტივის" თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძე დასახელდა, რომელმაც 9 ტურში 10 გოლის გატანა და 6 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. ეს კი საშუალოდ თამაშში 1,1 გოლია, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია!
პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელად კახა კაჭარავა აღიარეს, რომელმაც გადახალისებული თბილისის "დინამო" ფეხზე დააყენა და დაამტკიცა, რომ მთავარ მწვრთნელად ტყუილად არ დაუბრუნებიათ.
პირველი წრის სიმბოლური ნაკრები 4-3-3 სქემით დაკომპლექტდა: ლიტოვჩენკო (დინამო
ამას გარდა, ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა პირველი წრის რამდენიმე სტატისტიკური მონაცემიც გამოაქვეყნა. ბურთის ფლობის მხრივ, საუკეთესო მაჩვენებელი "საბურთალოს" აქვს...
ბურთის ფლობა
1. საბურთალო 58,5 %
2. სამტრედია 54,6 %
3. დილა 54,5 %
4. დინამო (თბ) 49,7 %
5. დინამო (ბთ) 48,5 %
6. ლოკომოტივი 47,7 %
7. ჩიხურა 47,1 %
8. ტორპედო 46,5 %
9. კოლხეთი 46,5 %
10. შუქურა 40,0 %
კუთხურები
1. დინამო (თბ) 5,6
2. სამტრედია 5,0
3. ტორპედო 4,6
4. ლოკომოტივი 4,5
5. დილა 4,3
6. დინამო (ბთ) 4,1
7. შუქურა 3,8
8. კოლხეთი 3,6
9. ჩიხურა 3,1
10. საბურთალო 3,1
კარში დარტყმა
1. დინამო (თბ) 5,3
2. ტორპედო 5,2
3. ლოკომოტივი 4,8
4. დინამო (ბთ) 4,5
5. სამტრედია 4,5
6. ჩიხურა 4,4
7. საბურთალო 4,3
8. კოლხეთი 4,1
9. დილა 3,7
10. შუქურა 2,4
პასები
1. სამტრედია 538,7
2. ჩიხურა 513,2
3. საბურთალო 505,1
4. ტორპედო 503,3
5. დილა 493,8
6. დინამო თბ 486,4
7. დინამო ბთ 459,3
8. კოლხეთი 417,5
9. ლოკომოტივი 401,6
10. შუქურა 362,2
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"