ეროვნული ლიგა. XI ტური: ჩემპიონმა ვიცე-ჩემპიონს ისევ აჯობა

AutoSharing Option
10 მაისს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის XI ტურის ბოლო მატჩი გაიმართა, რომელშიც ვიცე-ჩემპიონმა საჩხერის "ჩიხურამ" მოქმედ ჩემპიონ "სამტრედიას" ზესტაფონში უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ჩატარებულ შეხვედრაში დუბლი სამტრედიელთა თავდამსხმელმა გიორგი ბერიაშვილმა გაიფორმა, რომელმაც "ჩიხურას" 65-ე და 75-ე წუთებზე გაუტანა. საჩხერელებმა შეხვედრის მიწურულს მხოლოდ ერთი ბურთი გაქვითეს - საბოლოო ანგარიში 89-ე წუთზე გიორგი ივანიშვილმა დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით გია ცეცაძის გუნდმა, რომელსაც გასვლით მატჩებში 100%-იანი შედეგი აქვს, 20 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა. 21 ქულაა
თბილისის "ლოკომოტივის" ანგარიშზე, ცხრილის სათავეში კი თბილისის "დინამოა" 27 ქულით.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩიხურა რო ვერ თამაშობს ხო მარა სამტრედია შედის ჩეველ ფორმაში.
guka
20:37 11-05-2017
0
თითქოს თანაბარი თამაში იყო...დაცვა ძალიან სუსტად თამაშობს ჩიხურასი,მარცხენა მცველი ტოვებს თავის ზონას და უაზროდ იწევს შუისკენ და პოზიცია სულ წამგებიანი აქვს.გუნდიც ძველებურად ვერ მოძრაობს და თითქოს შენელებულია,ორმაგ დატვირთვებს შეკრებებძე ჯობდა 8 ან 10 სპარინგი ჩაეტარებინათ.აღარც მოკარნახე მტვრთნელის ხმა ისმის რეპორტაჯისას,შარშან რო არ ჩერდებოდა.
dima
11:55 11-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული