ეროვნული ლიგა. XI ტური: ჩემპიონმა ვიცე-ჩემპიონს ისევ აჯობა

AutoSharing Option
10 მაისს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის XI ტურის ბოლო მატჩი გაიმართა, რომელშიც ვიცე-ჩემპიონმა საჩხერის "ჩიხურამ" მოქმედ ჩემპიონ "სამტრედიას" ზესტაფონში უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ჩატარებულ შეხვედრაში დუბლი სამტრედიელთა თავდამსხმელმა გიორგი ბერიაშვილმა გაიფორმა, რომელმაც "ჩიხურას" 65-ე და 75-ე წუთებზე გაუტანა. საჩხერელებმა შეხვედრის მიწურულს მხოლოდ ერთი ბურთი გაქვითეს - საბოლოო ანგარიში 89-ე წუთზე გიორგი ივანიშვილმა დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით გია ცეცაძის გუნდმა, რომელსაც გასვლით მატჩებში 100%-იანი შედეგი აქვს, 20 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა. 21 ქულაა
თბილისის "ლოკომოტივის" ანგარიშზე, ცხრილის სათავეში კი თბილისის "დინამოა" 27 ქულით.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩიხურა რო ვერ თამაშობს ხო მარა სამტრედია შედის ჩეველ ფორმაში.
guka
20:37 11-05-2017
0
წარმატებები სამტრედიას.
მოინდომეს და შეიძლეს მოგება ასეთ ამინდში.
თავდამსხმელთა ტრიო სასტიკად სუსტია,ან მეტი უნდა შეიძლონ ხარისხში ან მათი ჩანაცვლება გარდაუვალად საჭირო ხდება,ასეთი თავდასხმით ევროპაზე არაფერი გვესაქმება.
Guadua
23:57 10-05-2017
0

სიახლეები პოპულარული