ეროვნული ლიგა. XI ტური: თბილისური დერბი "დინამომ" დამაჯერებლად მოიგო

AutoSharing Option
10 მაისს, "დინამო არენაზე" ეროვნული ლიგის XI ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა. თბილისის "დინამომ" თანაქალაქელ "ლოკომოტივს" უმასპინძლა და დერბიში ანგარიშით 3:0 იმარჯვა.

მატჩის პირველი ტაიმი დინამოელთა შეტევების ფონზე წარიმართა. ანგარიში მატჩის 28-ე წუთზე ბექა მიქელთაძის ზუსტი გადაცემის შემდეგ გიორგი პაპუნაშვილმა გახსნა. 8 წუთში შორიდან ოთარ კიტეიშვილმა გაისროლა - 2:0.

64-ე წუთზე ბაჩანა არაბულის აქტიურობას გულვერდ თომაშვილის ავტოგოლი მოყვა. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ეს ამ შეხვედრაში გასული ბოლო გოლი იყო.

ამ გამარჯვებით "დინამოს" 27 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილს კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს, მეორეადგილოსან
"ლოკომოტივთან" კი სხვაობა 6-მდე გაზარდა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
პაპუნაშვილი ძალიან ცუდად მოიქცა და სასჯელი დაიმსახურა,მაგრამ ჯერ ახალგაზრდა ბიჭია და ამის გამო მისი კარიერის დანგრევა გამართლებული ვერ იქნება.სასჯელი დამნაშავის გამოსასწორებლადაა საჭირო,თორემ გაფუჭებულ საქმეს აღარაფერი ეშველება.მეორის მხრივ,გიორგი ამბიციური ბიჭია და ვფიქრობ გუნდში ლიდერობის ამბიციაც აქვს,მაგრამ იმ ინციდენტის შემდეგ გამოჩნდა,რომ მას გაცნობიერებული არა აქვს ,რას ნიშნავს იყო კაპიტანი.ასე რომ მისი გალიდერება კარგა ხნით გადაიდო.
სოსო
10:28 11-05-2017
0
ჩამოვა ეხა გორში დინამო და დილა დააწყნერებს
lasha
10:10 11-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული