მატჩის პირველი ტაიმი დინამოელთა შეტევების ფონზე წარიმართა. ანგარიში მატჩის 28-ე წუთზე ბექა მიქელთაძის ზუსტი გადაცემის შემდეგ გიორგი პაპუნაშვილმა გახსნა. 8 წუთში შორიდან ოთარ კიტეიშვილმა გაისროლა - 2:0.
64-ე წუთზე ბაჩანა არაბულის აქტიურობას გულვერდ თომაშვილის ავტოგოლი მოყვა. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ეს ამ შეხვედრაში გასული ბოლო გოლი იყო.
ამ გამარჯვებით "დინამოს" 27 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილს კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს, მეორეადგილოსან