13 მაისი - დიდი გამარჯვებიდან 36 წელი გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის "დინამომ" 1981 წლის 13 მაისს, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიპოვა.

ფინალში "დინამომ" იენის "კარლ ცაისი" ვლადიმერ გუცაევისა და ვიტალი დარასელიას გოლებით, ანგარიშით 2-1 დაამარცხა.

ისტორიული გამარჯვებიდან 36 წელი გავიდა.

გზა ტრიუმფისაკენ

1980-81 წლების ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გათამაშება


1/16 "დინამო"-"კასტორია" (საბერძნეთი) 0:0, 2:0
1/8 "დინამო"-"უოტერფორდი" (ირლანდია) 1:0, 4:0
1/4 "დინამო"-"ვესტ ჰემი" (ინგლისი) 4:1, 0:1
1/2 "დინამო"-"ფეიენოორდი" (ჰოლანდია) 3:0, 0:2
ფინალი: "დინამო"-"კარლ ცაისი" (გდრ) 2:1

ამ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 21-მა ფეხბურთელმა:
მეკარე:  ოთარ გაბელია - 9
მატჩი;
მცველები: ალექსანდრე ჩივაძე - 9 (2გოლი), ნოდარ ხიზანიშვილი - 7, გია თავაძე - 7, თამაზ კოსტავა - 7, შოთა ხინჩაგაშვილი - 5, დავით მუჯირი - 4, გიორგი ჭილაია - 3 (1);
ნახევარმცველები: თენგიზ სულაქველიძე - 9 (2), ვიტალი დარასელია - 8 (3), ზაურ სვანაძე - 5, ნუკრი კაკილაშვილი - 4, ვახტანგ ქორიძე - 2, გოჩა ჯოხაძე - 1, კონსტანტინე კერესელიძე - 1;
თავდამსხმელები: რამაზ შენგელია - 9 (5), დავით ყიფიანი - 9, ვლადიმერ გუცაევი - 7 (3), რევაზ ჩელებაძე - 4, ვაჟა ჟვანია - 2, გურამ ჩქარეული - 1.

შეგახსენებთ, რომ 36 წლისთავის აღსანიშნავად, დღეს, 18:00 საათზე, "დინამოს" ფანების ინიციატივით, "დინამო არენაზე" ფინალური მატჩის ჩვენება გაიმართება. აღნიშნულ ღონისძიებას "დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელები დაესწრებიან, რომლებიც სიტყვითაც წარდგებიან.
მკითხველის კომენტარები / 6 /
კარგი რაა დავიღე წარსული დიდების ახსენებით, ახლა რა ხდება ეგ დაწერეთ ნ თუ მინც და მაინც წარსულზეა გართულება დაიწყეთ მე-12 საუკუნიდან აინაც ჩემპიონები ვიყავით
0
ცუდია, რომ მაშინდელი დინამოს მსგავსი გუნდები არ გვყავს ახლა, მაგრამ კარი ისაა, რომ წარსულს არ ვივიწყებთ და იმ ხალხს ვაფასებთ, ვინც თუნდაც ამდენი ხნის წინათ მთელი ქვეყანა გაახარეს!!!
ნათია
13:58 13-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული