"ჩელე არენაზე" დაშავებულთა რიგებს გიორგი ქავთარაძეც შეუერთდა

AutoSharing Option
ქობულეთის "ჩელე არენაზე" დაშავებულთა მრავალრიცხოვან არმიაში მცირე ხნის წინ კიდევ ერთი ფეხბურთელი ჩაეწერა. ბოლო სამი ტურია, ბათუმის "დინამოს" შემტევი ნახევარმცველი გიორგი ქავთარაძე ვეღარ ეხმარება. მას, ისევე, როგორც ამ სიაში მოხვედრილთა უმრავლესობას, კუნთი დაუზიანდა.

ბათუმელთა ერთ-ერთმა საკვანძო მოთამაშემ ტრავმა 30 აპრილს, ფოთის "კოლხეთთან" შეხვედრისას მიიღო და პირველი ტაიმის ბოლო წუთზე დაუგეგმავად შეცვალეს. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ქავთარაძე გუნდს თვის ბოლოს შეუერთდება.

სხვათა შორის, ამ სიაში ქავთარაძე ადრე ორჯერ მოხვდა. "ჩელე არენაზე" ისეთი საფარია, შეუძლებელია, იქ ითამაშო და ექიმს პროფილაქტიკისთვის მაინც არ მიაკითხო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დანაშაულია ამ მინდორზე როგორ ათამაშებენ ფეხბურთლებს, კარგია ეს შუქურა რომ ვარდება!!! მანდ საერთოდ უნდა აიკრძალოს ფეხბურთის თამაში, რომელ დონის მატებაზეა საუბარი ასეთ მინდორზე!!!
დინამო
11:52 16-05-2017
0
და რა გახდა ამ საფარის გამოცვლა...
zura
12:08 16-05-2017
0

სიახლეები პოპულარული