თბილისის "დინამო": სად არის ნუკრი რევიშვილი?

AutoSharing Option
წლეულს, თბილისის "დინამო" დაცვაში კარგად გამოიყურება, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს: 12 ტურში გუნდმა სულ 5 გოლი გაუშვა. დედაქალაქურმა გრანდმა ყველაზე მეტი, 3 გოლი გორის "დილასგან" გაუშვა - 18 მარტს "დინამო არენაზე" წაგებულ (1:2) და 14 მაისს გასვლაზე ფრედ დასრულებულ (1:1) მატჩებში, თითო კი "ლოკომოტივისა" და "ჩიხურასგან" მიიღეს.

ამგვარად, დინამოელთა კარის დარაჯი სერგეი ლიტოვჩენკო ეროვნული ლიგის ყველაზე საიმედო მეკარედ ითვლება.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: 5 აპრილიდან 14 მაისამდე თბილისელებმა 9 შეხვედრა გამართეს, საიდანაც 8-ჯერ ლიტოვჩენკომ კარი "მშრალად" შეინახა და მხოლოდ კვირას, გორელებმა
მოახერხეს ამ სერიის "დასველება". მართალია, ნიკა ჩხეიძისა (1991 წელს თბილისის "დინამოში" 1070 უგოლო წუთი გაატარა) და ზვიად სტურუას (2005 წელს "ლოკომოტივში" ასევე 1070 წუთი) რეკორდები ვერ მოხსნა, მაგრამ 803 წუთი გოლის გაუშვებლად, თავისთავად, მშვენიერი შედეგია.

რა თქმა უნდა, ქართულ ლიგაში ძლიერი ლეგიონერის გამოჩენა გვახარებს, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენი მთავარი საფიქრალი საქართველოს ნაკრებია, რომლის წევრი თბილისის "დინამოს" სათადარიგოთა სკამზე ზის - ნუკრი რევიშვილი, ვინც ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.

30 წლის გამოცდილ კიპერს მიმდინარე ეროვნულ ლიგაში ჯერ ერთხელაც არ უთამაშია. არადა, შორს არ არის 7 ივნისი, როცა საქართველოს ნაკრები კიშინიოვში მოლდოვას უნდა შეხვდეს და "ჯვაროსნებისთვის" ნაკრების ყველა კანდიდატის მდგომარეობა მნიშვნელოვანია.

კახა კაჭარავა ამბობს, რომ რევიშვილს შანსი აუცილებლად მიეცემა. თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ამაზე კომენტარი "ლელოსთან" გააკეთა:

"ლიტოვჩენკო მაშინ დავიმატეთ, როცა რევიშვილთან კონტრაქტი გაფორმებული არ გვქონდა. მან თავისი შანსი გამოიყენა, მშვენიერ ფორმაშია და გოლებს, ფაქტობრივად, არც უშვებს. თავადაც ხვდებით, რომ ასეთ დროს მეკარის შეცვლა გაუმართლებელია.

მაგრამ რევიშვილი ტყუილად არ მოგვიყვანია, გამოცდილი მეკარეა და მისი იმედი გვაქვს. ცხადია, ჩვენ საქართველოს ნაკრების ინტერესს ვითვალისწინებთ და ნუკრის შანსი აუცილებლად მიეცემა", - გვითხრა კაჭარავამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
revishvils tu undoda dinamoshi ziritadshi kofiliko ragas midioda, litovchenko namdvilad ziritads imsaxurebs da usamartlooba ikneba, magis shemadgenlobidan amogdeba, isev dilashi gadasuliko jobda.
kai bichi
16:15 16-05-2017
0
რას გარბოდაა ხო ყავდათ და რაც ითამაშა ისიც უგულოდ გაუშვან საბურთალოში ან ..... სღვაგან ყველგან კაი მეკარეები ყავთ
lasha
16:21 16-05-2017
0

სიახლეები პოპულარული