"ფეხბურთელობა არც ისე მარტივია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. განსაკუთრებით, საქართველოში, სადაც დონე მაღალი არ არის და ფეხბურთელებს წარმატების მისაღწევად ორმაგი ძალისხმევა სჭირდებათ. ჩემი ბლოგის მთავარი მიზანი ქართული ფეხბურთით და ჩვენი გუნდის ყოველდღიურობით დაინტერესებული ადამიანებისა და გულშემატკივრებისთვის არსებული სიტუაციის ახლოს გაცნობაა...
ფეხბურთელისთვის ყველაზე ძნელი იძულებითი დასვენებაა, განსაკუთრებით მაშინ,
გუნდს დისკვალიფიკაციის გამო ვერ დავეხმარე, მაგრამ ურთულესი მატჩი მოვიგეთ, რამაც უზომოდ გამახარა. იმდენად მაგარი საფეხბურთო საღამო გამოვიდა, ძალიან დამწყდა გული, რომ ვერ ვითამაშე. მინდოდა, ამ ლამაზი სანახაობის მონაწილე მეც ვყოფილიყავი", - წერს ჭანტურია და იქვე საკუთარ კონდიციებზეც ამახვილებს ყურადღებას:
"მიხარია, რომ გუნდს დადებითი შედეგის მიღწევაში მეც დავეხმარე. წელს ბევრად ძლიერი ვარ, ვიდრე გასულ სეზონებში, რადგან ტრავმისა და უთამაშებლობის გამო ცუდი პერიოდი გამოვიარე.
ფეხბურთელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტაბილურობა და ნდობაა. მეც ვცდილობ, საკუთარი თამაშით ეს ნდობა გავამართლო. გაზეთ "ლელოს" ვერსიით, ტურის სიმბოლურ გუნდში ორჯერ მოვხვდი, რაც დამატებითი სტიმულია.
ვთვლი, რომ ფეხბურთელი ყოველთვის გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდეს. თბილისის "დინამოსთან" ძირითადში ვერ მოვხვდი, მიუხედავად იმისა, რომ მზად ვიყავი და თამაში პირველივე წუთიდან მინდოდა. მოედანზე მეორე ტაიმში შევედი, მაშინ, როცა მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო.
დამწყდა თუ არა გული მწვრთნელის გადაწყვეტილებაზე? კი, მაგრამ ზუსტად გავუგე, რადგან "ლოკომოტივის" მთავარი სიძლიერე გუნდურობასა და ერთსულოვნებაშია...
მიმდინარე სეზონში ჩვენი კარგი შედეგის მთავარი განმაპირობებელი სწორედ ერთიანობაა. გიორგი დევდარიანმა ჩვენი მოტივირება და ერთი მიზნის გარშემო გაერთიანება შესანიშნავად მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელია და თამაშის ამბიცია ყველა მათგანს აქვს, მწვრთნელი ცდილობს, გამოსავალი ისე იპოვოს, რომ გუნდის ინტერესები არ დააზიანოს და საუკეთესო შედეგიც გვქონდეს.
გასულ წლებში, "ლოკომოტივი" მაღალი მიზნებისთვის ვერ იბრძოდა, არადა, ამის ამბიცია გვქონდა. წლეულს, ამბიციასთან ერთად, შედეგიც მოვიდა. რა თქმა უნდა, ახლა აღარც ეს გვაკმაყოფილებს, მაგრამ ვფიქრობ, ეს პერიოდი გუნდის დიდი წარმატების დასაწყისია".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"