ბათუმის "დინამო": მწვრთნელობის მეხუთე კანდიდატი ალექსანდრ შტელინია

AutoSharing Option
ლევან ხომერიკი ბათუმის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადადგა. ამ გადაწყვეტილებიდან სამი დღე გავიდა, მაგრამ ჯერაც უცნობია, ვინ დაიკავებს ვაკანტურ თანამდებობას.

"ლელო" წერდა, რომ ბათუმელებს რამდენიმე კანდიდატურა შესთავაზეს - გორის "დილას" ყოფილი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი, თბილისის "დინამოს" ექსთავკაცი მალხაზ ჟვანია, ისრაელისა და საქართველოს კლუბებში ნამუშევარი გიორგი დარასელია და ოდესის "ჩერნომორეცის" დუბლების, ყაზახეთის 17-წლამდელთა ნაკრებისა და ქობულეთის "შუქურას" ყოფილი მწვრთნელი კონსტანტინ ფროლოვი.

ბოლო ინფორმაციით, ბათუმელები ალექსანდრ შტელინის კანდიდატურასაც განიხილავენ.

ის ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი დამრიგებელია, ბოლო ერთი წელი კი ლიეჟის "სტანდარდის"
დუბლშემადგენლობას ავარჯიშებდა. მაგრამ ამას წინათ "ლელოსთან" ინტერვიუში უკრაინელმა სპეციალისტმა არ დამალა, რომ ბელგიაში წარმატებული მუშაობის მიუხედავად, გაუთვალისწინებელ პრობლემებს წააწყდა - მორალურ კმაყოფილებას ვეღარ ვიღებ და 8 მაისს, სეზონის ბოლო ტურის შემდეგ კონტრაქტი რომ დამიმთავრდება, "სტანდარდს" დავტოვებო...

- შტელინის აზრი ჩაკვეტაძესა და ქართველებზე: ნატურალური ხორცი და მწვანილი

მაგრამ ერთია სხვების შეთავაზება და მეორე, რა სურთ თავად კლუბის თავკაცებს. ეს 21 მაისს "ჩიხურასთან" დაგეგმილი მატჩშის შემდეგ გაირკვევა. საჩხერელებთან კი გუნდს მოედანზე ბათუმელთა ვეტერანი ამირან მუჯირი გაიყვანს.

შეგახსენებთ, რომ 12 ტურის შემდეგ ამდენივე ქულით "დინამო" 10-გუნდიან ლიგაში მე-8 ადგილზეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ხო აბა რა უცხოელი რომ რაც შეიძლება ბევრი ფული გადაყაროთ . აქედან ჟვანიაზე მაგარად ბათუმში ვერ იქნება ვერავინ . რ სოსიაშვილი ხალხნო სასაცილოა . რა გაუკეთებია ? რა უშრომია ? ძალით რო გახდა ჩემპიონი ? ჟვანიას იმიტომ ვამბობ რომ მისი შრომა სულ ჩანს მის შედეგებში და აშკარად ყველა ნაგლად ებრძვის . კარგით რა როდის უნდა ვისცავლოთ კარგის და ცუდის გარჩევა რატო არ იღლებით !
nodo
12:35 19-05-2017
0
თუნდაც დაბადებიდან რომ წვრთნა და ავარჯიშო სლავი ან ევროპელი ქართულ ცეკვაში,ის ვერასოდეს იცეკვებს ქართველივით,ეს გამორიცხულია,ეს გენში და აზროვნების ტიპაჟში უნდა იჯდეს.
ასეა ყველა უცხოელი მწვრთნელის საქმე,ამის არგათვალისწინებით კი ისევ იმავე ლოდზე მოვიტეხავთ კისერს,ამიტომაც ფროლოვი და შტელინი გამროიცხულია,ისევე როგოგორც ჟვანია ალბათ,რჩება სოსიაშვილი და დარასელია.
Jango
14:10 18-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული