ეროვნული ლიგა. XIII ტური: "ტორპედომ" "ლოკომოტივს" დამაჯერებლად მოუგო

AutoSharing Option
20 მაისს, ეროვნული ლიგის მე-13 ტურის მორიგი მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა. "ტორპედომ" თბილისის "ლოკომოტივს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 მოუგო.

პირველი ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე "ტორპედოს" ფორვარდმა თორნიკე კაპანაძემ გოლი წესების სრული დაცვით გაიტანა. მსაჯმა გატანილი გოლი ჯერ თამაშგარის გამო არ ჩათვალა, შემდეგ - ჩათვალა, ცოტა ხანში - ისევ გააუქმა.

მიუხედავად ამისა, "ტორპედომ" მაინც გაიტანა. პირველი გოლი მატჩის 69-ე წუთზე ლაშა კუჭუხიძემ გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი 85-ე წუთზე ბექა ტუღუშმა დააფიქსირა. თუმცა მანამდე, 58-ე წუთზე სტადიონზე დენი გამოირთო
და მატჩი 25 წუთში განახლდა.

"ტორპედოს" ამ გამარჯვებით 25 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, "ლოკომოტივი" კი, რომელიც ზედიზედ მესამე მატჩში დამარცხდა, 21 ქულით მეოთხეზეა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
შეცდომა ვის არ მოსვლია, მაგრამ ასეთი რამ მე პირადად არ მახსოვს 5 წუთი ეჩხუბებოდნენ ლოკო-ს ფეხბურთელები სანამ არ გააუქმებიეს გოლი. მსაჯი როგორც ვიცი გადაწყვეტილებას არ ცვლის და რაც თამაში გაჩერებული იყო ამ დროში გამეორება რომ ენახათ ეჭვიც არ დარჩებოდა ვინმეს რომ სუფთა გოლი იყო. ისე საღოლ ტორპედოელებს, რომ სიმშვიდე შეინარჩუნეს, როგორ იწერდნენ პირჯვარს ბიჭები. ღმერთმა დაგლოცოთ!
ok
21 მაისი 2017 13:52
0
ასეთი მსაჯი საერთოდ რა საჭიროა.
ყოჩაღ ტორპედოელებო,პროვოკაციას რომ არ წამოეგეთ
თემრაზი
21 მაისი 2017 12:32
0
სამტრედიას თავგადადებული ქომაგი ვამბობ რომ ეს ერთ-ერთი მართლაც მოსაწონი და ღირსეული მატჩი იყო რაც მოიგო ტორპედომ ბოლო 1-1,5 წლის განმავლობაში უმაღლეს ლიგაში.
Jango
21 მაისი 2017 12:25
0
სილა...გავაააა და უნდა გავიდეს,ახალი სახეები ახალი სისხლიიი ხალხოოო.ტორპედო მალადეც ჯიგრები ხართ
olegi888
21 მაისი 2017 12:21
0
სილა-გავა შე მართლა გავა,ეხლა ველით ფეხბურთის ფედერაციის რეაქციას მსაჯის ამ უხეშ შეცდომაზე.
mamulo
21 მაისი 2017 00:05
0
ძალიან კარგი თამაში იყო. მომეწონა ორივე გუნდის თავდადება. სილაგავა .....!
ok
20 მაისი 2017 23:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული