ეროვნული ლიგა. XIII ტური: "დინამომ" "სამტრედიას" ბოლო წუთზე მოუგო

AutoSharing Option
21 მაისს, ეროვნული ლიგის მე-13 ტურის ცენტრალური მატჩი თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართა. ჩემპიონატის ლიდერმა "დინამომ" ჩემპიონ "სამტრედიას" უმასპინძლა და დრამატულ შეხვედრაში 3:2 მოუგო.

ანგარიში მატჩის 25-ე წუთზე ბაჩანა არაბულმა გახსნა. 37-ე წუთზე ლუკა ლოჩოშვილმა დინამოელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა და ტაიმი ასეც მორჩა. 63-ე წუთზე გიორგი მჭედლიშვილმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა, 76-ე წუთზე გიორგი დათუნაიშვილმაც გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. მატჩის საბოლოო ანგარიში კი 93-ე წუთზე ბაჩანა არაბულმა დააფიქსირა.

"დინამოს" 31 ქულა დაუგროვდა და ცხრილს სათავეში უდგას, "სამტრედიამ" კი მეორე ადგილი დაკარგა და
23 ქულით მესამეზეა.
მკითხველის კომენტარები / 24 /
მაღალი ტემპი, ლამაზი გოლები, 4000 კაცზე მეტი ინტერნეტ მაყურებელი (გაცილებით მეტი TV-მაყურებელი), მოკლედ ჟურნალისტებმაც ლამაზი სტატიებით და ბევრი ინტერვიუებით მხარი აუბით და მე მგონი დაბრუნდება ხალხი სტადიონებზე.
P.S ცეცაძეს ვთხოვ დაცვაში და თავდასხმაში დაიმატოსუფრო ძლიერი ფეხბურთელები და ლიგაზე წარმატება გარანტირებულია
Qartveli888
09:19 22-05-2017
0
ეს არის ბოლო წლების ყველაზე გააზრებული და მაღალი დონის თამაში, რაც მე მინახავს. რამოდენიმე ასეთი თამაში და გარწმუნებთ, სტადიონს აუცილებლად მიუბრუნდება ხალხი.
gogi
09:55 22-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული