გია ცეცაძე: სირცხვილი თბილისელებს, სტადიონზე მოსვლა რომ გეზარებათ...

AutoSharing Option
21 მაისს, "დინამო არენაზე" გამართული ეროვნული ლიგის XIII ტურის მატჩის შემდეგ თბილისის "დინამოსა" და "სამტრედიის" მთავარმა მწვრთნელებმა თამაში შეაფასეს.

"დინამომ" მოქმედ ჩემპიონს დრამატულ შეხვედრაში ანგარიშით 3:2 სძლია.

- დინამო(თბ)-სამტრედია 3:2 - ლამაზი დრამა, რომელსაც მაყურებელი აკლდა [VIDEO]

გია ცეცაძე ("სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი):
"წაგებული გუნდის მწვრთნელი ვარ და, რა თქმა უნდა, მარცხმა გული ძალიან დამწყვიტა, მაგრამ დღეს იყო ულამაზესი ფეხბურთი და მიხარია, რომ ამ სპექტაკლის მონაწილე ჩემი გუნდიც იყო.

გთხოვთ, ესეც აუცილებლად დაწერეთ: მთაწმინდაზე დაბადებული თბილისელი კაცი ვარ და ამიტომ უფრო
ვამბობ - ქართულ ფეხბურთს და ჩემპიონატს რეგიონები ასულდგმულებენ და გულშემატკივრობენ. თბილისში კი, ამ გასაოცარ თამაშზე, სამარცხვინოდ ცოტა ხალხი მოვიდა.

სირცხვილი თბილისელებს, ფეხბურთი რომ დაივიწყეთ და სტადიონზე მოსვლა გეზარებათ. გამოდით სახლებიდან და 2 საათი ფეხბურთს დაუთმეთ. საქართველოში ფეხბურთს ჯერ კიდევ თამაშობენ".

კახა კაჭარავა ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი):
"გულშემატკივარმა ორი განსხვავებული ტაიმი და ძალიან ლამაზი თამაში იხილა. პირველ ნახევარში დიდი უპირატესობა გვქონდა, მეორე ტაიმში კი ჩვენივე შეცდომით დასანანი გოლი მივიღეთ და მეტოქეს შანსიც მივეცით. ამის შემდეგ გასატანიც ვერ გავიტანეთ და ფეხბურთის დაუწერელი კანონიც ამოქმედდა - ცოტა ხანში "სამტრედიამ" გაათანაბრა.

ვფიქრობ, გამარჯვებას ვიმსახურებდით და საბოლოოდ, მოვიპოვეთ კიდეც 3 ქულა. საგოლე ეპიზოდების რეალიზებაზე კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო და საერთოდ, გუნდი ზრდის პროცესშია. გამოცდილებაც დროთა განმავლობაში მოვა.

მადლობა ჩემს ფეხბურთელებს დღევანდელი თამაშისთვის".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 77 /
ბავშობიდან ერთი თამაში არ გამომიტივებია სტადიონზე, მარა იმდენი სიბინძურე დაგროვდა ამ ქართულ ფეხბურთში ბოლო 25 წელია, რო საერთოდ აღარ მინდა ქართული ფეხბურთისკენ გახედვა, როგორც გინდათ ისე გაიგეთ...
gg
23 მაისი 2017 12:22
0
სირცხვილი?...იქნებ ხმა ამოიღოთ და ღიად ილაპარაკოთ ყველაფერ მანკიერებებზე ,რაც ხდება ქართულ ფეხბურთში და მერე შერაცხოთ თბილისელი ფეხბურთის გულშემატკივარი...სირცხვილი საკუთარი სკამის გამო გაყუსულის პოზიციაში დგომაა!
სირცხვილი თქვენი შედეგებია ,როგორც სანაკრებო,ისე საკლუბო დონეზე!
ზაზა
23 მაისი 2017 12:17
0
მართალს ამბობ, მოვა დრო და ქართული გუნდები იტყვიან თავის სათქმელს, ოღონდ ეს ძალიან დიდი ხნის შემდეგ იქნება.
bero-ს!
23 მაისი 2017 11:16
0
კორუფციას მიხედეთ ძმაოჯან და გარიგებულ თამაშებს, მერე ილაპარაკეთ მაყურებელზე, სატადიონზე მივალ კი არა არ მანახოთ ელკლასიკო
sos
23 მაისი 2017 09:40
0
სამარცხვინო ისაა, რაც შენ ფეხბურთი გგონია
ცეცაძეს
23 მაისი 2017 09:23
0
გია შენს გვერდით ვართ სამტრედია ამდენი კომენტარი მე აქ ჯერ არ მინახავს მაგარი ხარ გია .
samtredski
23 მაისი 2017 08:09
0
Sezonshi 1-2 tamashi gamouvat da xmas rogor amoigeben xolme)))))) svarkis sayureblad rogor avaldebulebt xalxs ro iaron namusi ara gaqvt tqven!!!
ZURA
23 მაისი 2017 07:40
0
გულშემატკივრობა ნიშნავს:სიყვარულს, გვერდში დგომას,მასზე ზრუნვას, გამხნევებას, მისთვის მსხვერპლის გაღებას და არა მხოლოდ მაშინ როცა ყველაფერი კარგადაა, არამედ ნებისმიერ სიტუაციაში. კომენტარებში კი ჩანს, რომ ჩვენთან კრიტიკოსები ბევრად მეტია, თან ისეთები, რომელთაც თამაშის ნახვაც არ უნდათ...p.s. ისე თამაში ძალიან კარგი გამოვიდა, რაც აკლდა, ეს გულშემატკივარი იყო.
Avtandili
22 მაისი 2017 23:41
0
სამწუხაროდ ფეხბურთის ქვეყანაში ფეხბურთი მკვდარია. ზოგიერთი ფეხბურთელი თამაშის მერე მშრალია ანუ არ ოფლიანდება. კაცს ბურთზე გაქცევა რომ უტყდება იქ ვინ ივლის ნერვების მოსაშლელედ. იქნება თავგანწირვა და ნაღდი თამაში - ხალხი არ დაეტევა სტადიონზე........
ირაკლი
22 მაისი 2017 22:29
0
ხალხი მასჰინ მოვა სტადიონზე როდესაც სპექტაკლებს აგარ დადგამტ და ნამდვილი სპორტული ბრზოლა იქნება. 1 2 ტამასჰი არაფერს ნისჰნავს
davit
22 მაისი 2017 22:09
0

სიახლეები პოპულარული