გია ცეცაძე: სირცხვილი თბილისელებს, სტადიონზე მოსვლა რომ გეზარებათ...

AutoSharing Option
21 მაისს, "დინამო არენაზე" გამართული ეროვნული ლიგის XIII ტურის მატჩის შემდეგ თბილისის "დინამოსა" და "სამტრედიის" მთავარმა მწვრთნელებმა თამაში შეაფასეს.

"დინამომ" მოქმედ ჩემპიონს დრამატულ შეხვედრაში ანგარიშით 3:2 სძლია.

- დინამო(თბ)-სამტრედია 3:2 - ლამაზი დრამა, რომელსაც მაყურებელი აკლდა [VIDEO]

გია ცეცაძე ("სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი):
"წაგებული გუნდის მწვრთნელი ვარ და, რა თქმა უნდა, მარცხმა გული ძალიან დამწყვიტა, მაგრამ დღეს იყო ულამაზესი ფეხბურთი და მიხარია, რომ ამ სპექტაკლის მონაწილე ჩემი გუნდიც იყო.

გთხოვთ, ესეც აუცილებლად დაწერეთ: მთაწმინდაზე დაბადებული თბილისელი კაცი ვარ და ამიტომ უფრო
ვამბობ - ქართულ ფეხბურთს და ჩემპიონატს რეგიონები ასულდგმულებენ და გულშემატკივრობენ. თბილისში კი, ამ გასაოცარ თამაშზე, სამარცხვინოდ ცოტა ხალხი მოვიდა.

სირცხვილი თბილისელებს, ფეხბურთი რომ დაივიწყეთ და სტადიონზე მოსვლა გეზარებათ. გამოდით სახლებიდან და 2 საათი ფეხბურთს დაუთმეთ. საქართველოში ფეხბურთს ჯერ კიდევ თამაშობენ".

კახა კაჭარავა ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი):
"გულშემატკივარმა ორი განსხვავებული ტაიმი და ძალიან ლამაზი თამაში იხილა. პირველ ნახევარში დიდი უპირატესობა გვქონდა, მეორე ტაიმში კი ჩვენივე შეცდომით დასანანი გოლი მივიღეთ და მეტოქეს შანსიც მივეცით. ამის შემდეგ გასატანიც ვერ გავიტანეთ და ფეხბურთის დაუწერელი კანონიც ამოქმედდა - ცოტა ხანში "სამტრედიამ" გაათანაბრა.

ვფიქრობ, გამარჯვებას ვიმსახურებდით და საბოლოოდ, მოვიპოვეთ კიდეც 3 ქულა. საგოლე ეპიზოდების რეალიზებაზე კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო და საერთოდ, გუნდი ზრდის პროცესშია. გამოცდილებაც დროთა განმავლობაში მოვა.

მადლობა ჩემს ფეხბურთელებს დღევანდელი თამაშისთვის".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 77 /
ანაბრები დაუბრუნეთ ხალხს ანაბრები
ზურიკო
22 მაისი 2017 17:02
0
xalxis mosvla rom gindat stadionze, xarisxian fexburts unda tamashobdet, xarisxiani legionerebi unda chamoikvanot, minimum uefas jgufshi moxvedras mainz unda axerxebdes kartuli gundebi...amas ukve 25 telia ver axerxebt, sheazulet xalxs fexburti,((( albat aseti dabali donis chempionati aramz tu evropashi aramed aziashiz ar arsebobs...aiget magaliti mezobeli azerbaijanidan, kazaxetidan)))
data
22 მაისი 2017 17:01
0
რისთვის მოვიდეთ სტადიონზე ფეღბურთი რომ შეგვეზიზღოს?
....
22 მაისი 2017 16:24
0
კიდევ ერთი, რასაც თბილისელი გულშემატკივარი უყურებს ტელევიზორით, ბარსელონა, ბაიერნი, მანჩესტერი, იუვე და ა.შ. იმასვე უყურებს სამტრედიელი, ბათუმელი, საჩხერელი და ა.შ გულშემატკივარი. არა მგონია თბილისელებზე ნაკლებად ესმოდეთ ფეხბურთი. მაგრამ სტადიონზე მაინც დადიან იმიტომ, რომ მათთვის საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვება,პრესტიჟია, ინტერესია, საამაყოა... იმ ისტორიის ფონზე რაც იყო სსრკ-ს დროს თბილისელებისათვის კი რაა საქართველოს ჩემპიონატი, არც არაფერი. დაამარცხა დინამომ სამტრედია, მერე რა, დიდი ამბავი?! ასეთია თბილისელი გულშემატკივრის ისტორიული ხედვა და გემოვნება. ხოლო იმის სანახავად როგორ ეთამაშება სამტრედია დინამოს ტოლ-სწორად და უგებს კიდეც სამტრედიაში ყველა დიდიან, პატარიანად ყველა მიდის. ეს კანონზომიერი მოვლენაა. მაგრამ 3-4 წელი თუ ჩემპიონი გახდა რომელიმე პროვინციული გუნდი, მაშინ შეიძლება ეს სიტუაცია შეიცვალოს.
aburjga
22 მაისი 2017 16:15
0
ცეცაძეც მართალია და ხალხიც! ფეხბურთი სანახობრივი და საინტერესო რომ იყოს აუცილებელია ხალხმა, გულშემატკივრებმა იარონ სტადიონზე. ზუსტად ასევე ხალხმა, გულშემატკივრებმა სტადიონზე რომ იარონ, ფეხბურთი უნდა იყოს სანახობრივი და საინტერესო!
aburjga
22 მაისი 2017 16:05
0
გაბალას ბიუჯეტი იკიტხე და მერე ვინებს მოუგოო ეგეც ილიტხე. რო გამოდიხარ პრტყელი სიტყვებიტ
dudus
22 მაისი 2017 16:00
0
ბარსელონა სევილიის თამაშზე სრულიად ამიერკავკასია რომ ჩამოვიდა და აავსო სტადიონი იმაზე მეტყველებს რომ კავკასიელებს ფეხბურთი ძალიან უყვართ
vova
22 მაისი 2017 15:54
0
imis magivrad ro etqva magari tamashi iyovo da wlis matchio.. daiwyo mainc vajobet da movigeto ara batono kachara portuna tqvens mxares iyo shen sheni tavi martla treneri xoar gonia. ubralod kai bichebi yavs dinamos da tavisit tamashoben. aba shen ro treneri iyo dacvashi kiar chaajendi gunds meore taimshi
kacharava ra bogma naxet
22 მაისი 2017 15:42
0
ვისაც თამაშის ხარისხი მოგვწონს დავდივართ და როცა გააუმჯობესებთ მაყურებელიც მოგემატებათ.
1,2,3,5,8...
22 მაისი 2017 15:41
0
wadis mashin da abirjavet totalizatoris karebtan da lariani biletebi weret da uyuret avstriiis meore ligas... magit xart mainc mteli tbilisi dakavebuli.. tuar mogwont saertod nu shemodixart aq.. vuqomagot qartul pexburts. warmatebebi gias
rato shemodixart aq tu pxb ar gindat
22 მაისი 2017 15:32
0

სიახლეები პოპულარული