ამის შესახებ Sportall.ge-ს "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ განუცხადა.
კაჭარავასთან ვრცელი ინტერვიუ ჩავწერეთ და ერთ-ერთი საკითხი სწორედ მისი შვილის "დინამოში" შესაძლო ტრანსფერს შეეხო. უფროსი კაჭარავას თქმით, მის შვილს "დინამოს" მაისურის მორგება სურს.
"ნიკას დამატების სურვილი "დინამოს" ხელმძღვანელობას აქვს და გეტყვით, რომ ეს ჩემი სურვილიცაა.
ნიკას "დინამოს" მაისურის მორგება ადრე სურდა და დღესაც ასეა. "როსტოვთან" უმთავრდება მალე კონტრაქტი და ვნახოთ, რა და როგორ იქნება.
მას
საერთოდ კი, მას არა ფული, არამედ თამაში სურს. მახსოვს მისი სიტყვები, ფეხბურთისგან სიამოვნებას ვიღებო. მას ფული რომ სდომებოდა და არა თამაში, თავის დროზე "როსტოვში" დარჩებოდა და კვიპროსში არ წავიდოდა, სადაც 3-4-ჯერ ნაკლები ხელფასი აქვს.
ვნახოთ, რა იქნება. კიდევ ვამბობ, გამორიცხული არაფერია", - თქვა კაჭარავამ.
კახა კაჭარავას ვრცელ ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.