კახა კაჭარავა: ნიკა კაჭარავას "დინამოს" მაისურის მორგება დღესაც სურს

AutoSharing Option
არაა გამორიცხული, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ახნასის "ეთნიკოსის" ქართველმა შემტევმა ნიკა კაჭარავამ კარიერა თბილისის "დინამოში" გააგრძელოს.

ამის შესახებ Sportall.ge-ს "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ განუცხადა.

კაჭარავასთან ვრცელი ინტერვიუ ჩავწერეთ და ერთ-ერთი საკითხი სწორედ მისი შვილის "დინამოში" შესაძლო ტრანსფერს შეეხო. უფროსი კაჭარავას თქმით, მის შვილს "დინამოს" მაისურის მორგება სურს.

"ნიკას დამატების სურვილი "დინამოს" ხელმძღვანელობას აქვს და გეტყვით, რომ ეს ჩემი სურვილიცაა.

ნიკას "დინამოს" მაისურის მორგება ადრე სურდა და დღესაც ასეა. "როსტოვთან" უმთავრდება მალე კონტრაქტი და ვნახოთ, რა და როგორ იქნება.

მას
აქვს რამდენიმე კლუბიდან შემოთავაზება, მაგრამ არ მინდა, იჩქაროს ზუსტად ისე, როგორც ეს "როსტოვის" შემთხვევაში გააკეთა. ვფიქრობ, სადმე სტაბილურად კიდევ მინიმუმ 6 თვე უნდა ითამაშოს. დღეს რომ გითხრათ, ჩემი შვილი მადრიდის "რეალში" ან "მანჩესტერ სიტიში" სათამაშოდ მზადაა, ეს იქნება ტყუილი. ამას თვითონ ნიკაც ხვდება.

საერთოდ კი, მას არა ფული, არამედ თამაში სურს. მახსოვს მისი სიტყვები, ფეხბურთისგან სიამოვნებას ვიღებო. მას ფული რომ სდომებოდა და არა თამაში, თავის დროზე "როსტოვში" დარჩებოდა და კვიპროსში არ წავიდოდა, სადაც 3-4-ჯერ ნაკლები ხელფასი აქვს.

ვნახოთ, რა იქნება. კიდევ ვამბობ, გამორიცხული არაფერია", - თქვა კაჭარავამ.

კახა კაჭარავას ვრცელ ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
დინამოდან არ გაუსჰვეს ვიტომ პროფესიონალებმა და ეხლა მამამისის უნდა მოიკვანონ უკან და გაკიდონ და ფული ისჰოვოს ფიფია არის გასაჰვები დროზე
0
ჩადუნელი ფოთში
barbare
13:27 23-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული