თბილისის "ლოკომოტივმა" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
შეხვედრაში ანგარიში 49-ე წუთზე ნოდარ ქავთარაძემ გახსნა, ხოლო 54-ე წუთზე შოთა კერძევაძემ გაათანბრა. გამარჯვების გოლი კი ფოთელთა ბომბარდირმა მიკოლა კოვტალიუკმა 59-ე წუთზე შეაგდო.
ამ გამარჯვებით "კოლხეთი" დროებით მოშOრდა გასავარდნ ზონას და 14 ქულით მერვედ ადგილზეა.