ეროვნული ლიგა. XIV ტური: "ჩიხურამ" ივანწმინდაში თბილისის "დინამო" დაამარცხა

AutoSharing Option
24 მაისს ეროვნული ლიგის XIV ტურის მატჩი გაიმართა.

საჩხერის "ჩიხურამ" მიმდინარე ჩემპიონატში ივანწმინდაში პირველი მატჩი ჩაატარა, სადაც თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და ანგარიში 2:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში 22-ე წუთზე გიორგი განუგრავამ გახსნა. 27-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა პენალტი ზუსტად შეასრულა და უპირატესობა ორამდე გაზარდა.

41-ე წუთზე ბაქარ მირცხულავამ საჯარიმოში კარში მიმავალი ბურთი ხელით მოიგერია, რის გამოც მსაჯმა მას წითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა, ხოლო მასპინძლების კართან პენალტი დანიშნა, რომელიც ბაჩანა არაბულმა ზუსტად შეასრულა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ბაჩანა, ბევრი რამ არ გაგიგია და უნდა გაიგო, გაიგე?
შე მართლა ბაჩანა
25 მაისი 2017 11:25
0
ჩიხურას პოტენციალი ნამდვილად აქვს, წარმატებებს ვუსურვებ, ისე ყველაფერი გრიგოლიჩს დაუკავშირო, ცოტა მოძველებული პლასტინკაა
zviadi
25 მაისი 2017 10:11
0
ბაჩანას: ივანწმინდა უკავშირდება ამ სოფელში არსებულ წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიას. კომუნისტებმა სახელი შეუცვალეს და წითელი სოფელი უწოდეს, თუმცა 90-ანებში ისევ ძველი, ისტორიული სახელი დაუბრუნდა.
სანდრო
25 მაისი 2017 10:08
0
გიორგიწმინდა გამიგია, ნინოწმინდაც. ივანწმინდა ბიძინას საპატივცემულოდაა?
ბაჩანა
24 მაისი 2017 22:52
0
ვულოცავ ჩიხურას დამსახურებულ გამარჯვებას,რაც შეეხება დინამოს,ძალიან ახალგაზრდული გუნდია და ბუნებრივია ყველა თამაშს მაღალ დონეზე ვერ ითამაშებს,აი რაც არაბუნებრივია ეს დაცვის ხაზია,საოცრად სუსტი მცველები ჰყავს დინამოს,მიშენკო საერთოდ გასაშვებია გუნდიდად,გველესიანი და თოთაძე სათადარიგო სკამზე უნდა დასვან,თევზაძე ძირითადში და იმ ორ ადგილას კი ლეგიონერები,ოღონდ მიშენკოს დონისები არა
kluivert
24 მაისი 2017 20:20
0
გენაცვალეთ ვაჟკაცებო.
ეს პირველ რიგში იმით გამოგივიდათ რომ ეს ყოყლოჩინა არაბული მოგუდეთ და ხელ-ფეხი ვერ გაანძრია,სამტრედიასთან მატჩს ალბათ უყურეთ და ყველაფერი კარგად გათვალეთ დინამოს დასამარცხებლად.
Jango
24 მაისი 2017 20:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული