ეროვნული ლიგა. XIV ტური: "ჩიხურამ" ივანწმინდაში თბილისის "დინამო" დაამარცხა

AutoSharing Option
24 მაისს ეროვნული ლიგის XIV ტურის მატჩი გაიმართა.

საჩხერის "ჩიხურამ" მიმდინარე ჩემპიონატში ივანწმინდაში პირველი მატჩი ჩაატარა, სადაც თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და ანგარიში 2:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში 22-ე წუთზე გიორგი განუგრავამ გახსნა. 27-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა პენალტი ზუსტად შეასრულა და უპირატესობა ორამდე გაზარდა.

41-ე წუთზე ბაქარ მირცხულავამ საჯარიმოში კარში მიმავალი ბურთი ხელით მოიგერია, რის გამოც მსაჯმა მას წითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა, ხოლო მასპინძლების კართან პენალტი დანიშნა, რომელიც ბაჩანა არაბულმა ზუსტად შეასრულა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
გიორგიწმინდა გამიგია, ნინოწმინდაც. ივანწმინდა ბიძინას საპატივცემულოდაა?
ბაჩანა
22:52 24-05-2017
0
ბაჩანას: ივანწმინდა უკავშირდება ამ სოფელში არსებულ წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიას. კომუნისტებმა სახელი შეუცვალეს და წითელი სოფელი უწოდეს, თუმცა 90-ანებში ისევ ძველი, ისტორიული სახელი დაუბრუნდა.
სანდრო
10:08 25-05-2017
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული