მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისის "საბურთალომ" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
სამი გოლი შეხვედრაში სტუმრებმა გაიტანეს. მე-10 წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა შეაგდო. 23-ე წუთზე საკუთარ კარში ბურთი შოთა კაშიამ გაიტანა.
30-ე წუთზე კი გიორგი ივანიშვილმა გაიტანა.
ამ გამარჯვებით "ჩიხურას" 23 ქულა გაუხდა და მე-4 ადგილზეა.