ეროვნული ლიგა. XV ტური: "ტორპედომ" ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო

AutoSharing Option
28 მაისს ეროვნული ლიგის XV ტურის მორიგი მატჩი გაიმართა.

ქუთაისის "ტორპედომ" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს "სამტრედიას" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. 

შეხვედრაში ანგარიში მე-12 წუთზე შოთა ბაბუნაშვილმა გახსნა. 44-ე წუთზე საკუთარ კარში გოლი თეიმურაზ მარკოზაშვილმა გაიტანა.

სტუმრებმა სხვაობის შემცირება მატჩის კომპენსირებულ დროში შეძლეს. გატანილი გოლის ავტორი გიორგი ბერიაშვილი გახდა.

აღსანიშნავია, რომ 73-ე წუთის მერე "სამტრედია" მოედანზე კაცნაკლული დარჩა. მსაჯმა გიული მანჯგალაძეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.

"ტორპედოსთვის" ეს მოგება ლიგაში ზედიზედ მე-5 გახდა. 31 ქულით ქუთაისელები სატურნირო ცხრილის ლიდერს თბილისის "დინამოს" დროებით გაუთანაბრდნენ.
მკითხველის კომენტარები / 9 /
Smt. კარგად წაიკითხე მე კარგი ვთქი სამტრედიის გუნდზე მის მწვრთნელებზე და ფეხბურთელებზე.მათ მიღწევაზე და იმ პირობებზე რაც აქვთ და რითიც ჩემპიონები გახდნენ. მინდა ავღნიშნო მათი გულშემატკივრების ასეთი კარგი თანადგომა. მე ეგ იმ ხალხის გასაგონად დავწერე ვინც ამ ხალხს არ აფასებს. იმედია ახლა მაინც გაიგებთ რა დავწერე და რატომ.
Dragonfly
29 მაისი 2017 21:55
0
Dragonfly

ფორმალურად კარლო კალაძე არაფერ შუაშია და მას ნურაფერს ეკითხებით, ხოლო თუკი სცნობ არაფორმალური მმართველობის ფაქტს, მაშინ უკანონობას უჭერ მხარს და ეგ არის..

კლუბს მართავენ ბატონები ომანაძე და შალამბერიძე. ისინი როგორც ახერხებენ ბიუჯეტიდნ მიღებული ფულის გადანაწილებას და ხარჯვას, ისეთ პირობებში ჰყავთ ფეხბურთელები,კლუბს არა აქვს კერძო ფული, კერძო შემოწირულობები და არა ჰყავს კერძო სპონსორ-პარტნიორები,ის მხოლოდ ბიუჯეტის ფულზე არის დამოკიდებული,მასში არავინ არცერთ თეთრს არ სდებს და იდიოტი უნდა იყოს რომ ჩადოს თუკი კლუბი არ გახდება კერძო საკუთრება.
ის კი დღეს არის ყველაზე უცნაური საკუთრების ფორმის "ააიპ" როცა არსებობს მაგრამ არავის ეკუთვნის :) გაუძევებელი მმართველები ჰყავს მაგრამ მათ ქონების უფლება არა აქვთ კერძო სახით :) სანამ არ მობეზრდებათ მანამ იარსებებენ. თუ მიღებული ფულებით რაიმეს იყიდიან,ააშენებენ და შექმნიან, მოიხმარენ საკუთარივით მარა საკუთარი არ იქნება ;) აი ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ :)
Guadua
29 მაისი 2017 13:10
0
Dragonfly რა ვინ ხართო? შენ ვინ ხარ შეეენ!!!! შენ ვინ ოხერი ხარ!!! თქვენ რა ისტორია გაქვთ საერთოდ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ჩვენ დავამხეთ დინამოს ჰეგემონია და ჩემპიონებიც გავხდით(დიახ ის სეზონი ჩვენი იყო). კიდევ - გადახედე სამტრედიელ ფეხბურთელებს ეხლა ევროპის მასშტაბით და მერე ქუთაისლებს. რომელი ქუთაისელ ფეხბურთელს აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა თანაც ორჯერ? - არცერთს. სამტრედიელს აქვს. ხოდა მეორედ მასეთი სულელური კითხვა აღარ დასვა აქ.
smt
29 მაისი 2017 13:03
0
ახალი ამბავი!
g.r.-s
29 მაისი 2017 12:45
0
ადმინ!!!
გარინჩა
29 მაისი 2017 12:00
0
ტორპედო ერთერთი ძლიერი გუნდია წელს და დამსახურებულად იმარჟვებს.ეს ყველას დამსახურებაა ასეთი კარგი გუნდი რომ ჩამოყალიბდა! რაც შეეხება სამტრედიას ცეცაძეს და ამ ბიჭებს მადლობის მეტი არაფერი გეთქმით ხალხო.უმადურები ნუ იქნებით ამ ხალხის მიმარ.ირგვლილვ მიმოიხედეთ ვინ ხართ სად ცხოვრობთ რა გაქვთ საფეხბურთოთ? ჩემპიონები გაგხადადთ და დაუფასეთ! ბატონ კარლოს მინდა უთხრა და ვკითხო არ სცხვენია იმ გასახდელებში რომ ყავს ფეხბურთელები? ტუალეტის სუნად ყარს იქაურობა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ!
Dragonfly
29 მაისი 2017 11:28
0
15 თამაშიდან 5 წაგება.ამ პროპორციით 36 თამაშში იქნება 12 წაგება,ეს კი პირველი სამეულის იქეთ ტოვებს კლუბს.
სანდოხაძე უკლებს რეალურად,რაჟამაშვილი და ჯიქია როგორც იყვნენ მუდამ შებოჭილ-დაჩაგრული მწვრთნელის მიერ,ისევ ისე არიან,მარკოზაშვილი ფორმიდან გადის,მთივლიშვილი არასოდეს დაფრინავდა,ახლა ესეც სუსტდება.მჭედლიშვილი ფორმაშია და დათუნაიშვილი,მაგრამ ამას ასაკიც ეტყობა.
გასვლითი მატჩების მოგების ტრენდი წაგებებით შეიცვლება, საშინაო მატჩებში მეტი იქნება ვითომ მოგება?მეტი არაა ჩემი მტერი.
მაგარი სულელი უნდა იყოს მეტოქე კლუბის მწვრთნელი, რომ ვერ გამოიცნოს როგორ ითამაშებს სამტრედია,ამიტომაც უგებენ ასე ადვილად,ცეცაძე არაფერს ცვლის ტაქტიკაში და სქემაში, ყველა კლუბი მისთვის ერთნაირია.
გარინჩა
29 მაისი 2017 10:35
0
ამ გუნდიტ ევროპაზე კატასტროფა გველოდება
g.r
29 მაისი 2017 09:55
0
ტორპედო 3 თავით მაღლა იდგა სამტრედიაზე, ყოველმა ტორპედოელმა ყოველი სამტრედიელი დაჩაგრა და ჩაკეტა,ხელფეხი არ განძრევინა.
ცეცაძე, წასვლის დროა და წადი, გაიყოლე შენი ჩაგელიშვილი,სამუშია,კასრაძე,ბერიაშვილი ,ბელოვი,სყხომლინოვი.
უკვე უნდა გრცხვენოდეს რომ 3 თვეში ტორპედომ 4 დან 3 მატჩი მოგიგო.
Guadua
28 მაისი 2017 22:03
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული