ქუთაისის "ტორპედომ" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს "სამტრედიას" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში მე-12 წუთზე შოთა ბაბუნაშვილმა გახსნა. 44-ე წუთზე საკუთარ კარში გოლი თეიმურაზ მარკოზაშვილმა გაიტანა.
სტუმრებმა სხვაობის შემცირება მატჩის კომპენსირებულ დროში შეძლეს. გატანილი გოლის ავტორი გიორგი ბერიაშვილი გახდა.
აღსანიშნავია, რომ 73-ე წუთის მერე "სამტრედია" მოედანზე კაცნაკლული დარჩა. მსაჯმა გიული მანჯგალაძეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.
"ტორპედოსთვის" ეს მოგება ლიგაში ზედიზედ მე-5 გახდა. 31 ქულით ქუთაისელები სატურნირო ცხრილის ლიდერს თბილისის "დინამოს" დროებით გაუთანაბრდნენ.
ცეცაძე, წასვლის დროა და წადი, გაიყოლე შენი ჩაგელიშვილი,სამუშია,კასრაძე,ბერიაშვილი ,ბელოვი,სყხომლინოვი.
უკვე უნდა გრცხვენოდეს რომ 3 თვეში ტორპედომ 4 დან 3 მატჩი მოგიგო.