თბილისის "დინამო" "დინამო არენაზე" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა და ანგარიშით 4:0 გაანადგურა.
შეხვედრაში ანგარიში ბექა მიქელთაძემ 35-ე წუთზე გახსნა. საბა ლობჟანიძემ კი დუბლის (65,80) გაფორმება შეძლო. ერთი გოლიც საკუთარ ანგარიშზე გიორგი გველესიანმა ჩაიწერა.
ამ გამარჯვების შემდეგ თბილისის "დინამოს" 34 ქულა დაუგრვოდა და ლიგის ერთპიროვნული ლიდერია.